1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, 30-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსაზღვრული ავტორიზაციის სტანდარტის შემოწმების დროს, ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნული სტანდარტიდან გამომდინარე გამოავლენს გარემოებას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ბოლო ადმინისტრაციული წარმოებისას დაწესებულების შეფასების გაუარესებაზე, სხვა სტანდარტებთან მიმართებით, ვალდებულია, გამოვლენილი გარემოება ასახოს დასკვნაში. აღნიშნულ შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეუსაბამობის დადგენა შესაძლებელია გახდეს ამ წესის 23-ე მუხლის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რა შემთხვევაშიც გამოიყენება ამ წესის 25-ე და 26-ე მუხლები.
2. მონიტორინგის შედეგად ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეუსაბამობის დადგენა წარმოადგენს ამ წესის 23-ე მუხლის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, რა შემთხვევაშიც გამოიყენება ამ წესის 25-ე და 26-ე მუხლები.
3. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მონიტორინგის ფარგლებში ავტორიზაციის დადგენილ სტანდარტებთან უზრუნველყოფილია დაწესებულების „სრული შესაბამისობა“, ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მონიტორინგთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დადგინდება ავტორიზაციის სტანდარტებთან დაწესებულების „მეტწილი“ ან „ნაწილობრივი“ შესაბამისობა, ავტორიზაციის საბჭო თითოეული კომპონენტის შეფასების გათვალისწინებით დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დადგინდება ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება, ავტორიზაციის საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, ვადას რეკომენდაციების შესასრულებლად და მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდა ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შესრულდა ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ წესის 23-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, ხოლო დარჩენილ რეკომენდაციებზე მიმდინარეობს მუშაობა, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია დაწესებულებას განუსაზღვროს დამატებითი ვადა დარჩენილი რეკომენდაციების შესასრულებლად და მიმართოს ცენტრს შუამდგომლობით მონიტორინგის განხორციელების შესახებ.
7. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოების გათვალისწინებით ვერ უზრუნველყოფს რეკომენდაციების შესრულებას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეკომენდაციის შესრულების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს), ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ამ წესის 23-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი გადაწყვეტილება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებამ შეასრულა ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ავტორიზაციის საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ, სადაც უთითებს ინფორმაციას რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
8. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ კომპონენტების შეფასების დონემ განიცადა ცვლილება და შეფასება გაუარესდა, მაგრამ ამან არ გამოიწვია დაწესებულების შეუსაბამობა ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებაში, ავტორიზაციის საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს, ვადას ამ რეკომენდაციების შესასრულებლად და მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით მონიტორინგის განხორციელების შესახებ.
9. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში განხორციელდა მონიტორინგი ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტის შემოწმების მიზნით და აღნიშნული სტანდარტი შეფასდა როგორც ,,არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.
10. ავტორიზაციის საბჭო დაწესებულების მიერ 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშის წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში.
11. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრება ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოს მიერ აღნიშნული დაწესებულებისთვის შესაბამისი ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
გადაწყვეტილების გასაჩივრე