1. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს მონიტორინგის განხორციელებას.
2. მონიტორინგის სახეებია გეგმური და არაგეგმური. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან/და ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით.
3. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს არაგეგმური მონიტორინგი საკუთარი ინიციატივით, ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით, დაწესებულებების საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.
4. მონიტორინგის ფორმებია:
ა) დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ანგარიშის გამოთხოვა, რა დროსაც ცენტრი უზრუნველყოფს მის განხილვას;
ბ) ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რა დროსაც დაწესებულებისგან გამოთხოვილ შესაბამის დოკუმენტაციას/ანგარიშს განიხილავს ექსპერტთა ჯგუფი;
გ) ექსპერტთა ჯგუფის შექმნა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაწესებულების მიერ ანგარიშის წარმოუდგენლობა შესაძლებელია, გახდეს ექსპერტთა ჯგუფის შექმნის ან/და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების საფუძველი.
6. მონიტორინგის გზით დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების ფარგლები, მონიტორინგის განხორციელების პერიოდი, ფორმა და სახე, ასევე ექსპერტთა ჯგუფის მიერ შესასრულებელი სამუშაოსთვის ასანაზღაურებელი დღეების რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. ცენტრის ინიციატივით განსახორციელებელი გეგმური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აქტის გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის დაწესებულებებს.
8. ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით განსახორციელებელი გეგმური მონიტორინგის საფუძველია ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვა, რომელშიც მიეთითება მონიტორინგის გზით დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების ფარგლები, მონიტორინგის განხორციელების პერიოდი და ფორმა.
9. გეგმური მონიტორინგისას, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ცენტრი წერილობით უგზავნის დაწესებულებას წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კორესპონდენციის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარმოადგინოს ცენტრის კორესპონდენციით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას, ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის ავტორიზაციის საბჭოს. დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტ(ებ)თან შესაბამისობის დადასტურების შეუძლებლობის გამო, ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაფასებელი საკითხები სტანდარტ(ებ)თან მიმართებით შესაძლებელია შეფასდეს როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“ რაც წარმოადგენს ამ წესის 23-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. თუ ავტორიზაციის საბჭო აღნიშნულს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია ცენტრს მიმართოს შუამდგომლობით ექსპერტთა ჯგუფის შექმნის და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების თაობაზე.
12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, როცა არ არსებობს ექსპერტთა ჯგუფის შექმნის ან/და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების აუცილებლობა, ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს ავტორიზაციის საბჭოს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ან ცენტრს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ექსპერტთა ჯგუფის შექმნის ან/და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების თაობაზე.
13. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, თუ გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექსპერტთა ჯგუფის შექმნის ან/და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების შესახებ.
14. ამ წესის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ დაწესებულება/პროგრამა შეფასდა როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, მონიტორინგის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან, ხოლო თუ დაწესებულება/პროგრამა შეფასდა როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, მონიტორინგის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან.
15. არაგეგმური მონიტორინგის დროს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან ვიზიტის დაწყებამდე არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
16. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე ვრცელდება ამ წესის მე-6-მე-11 მუხლები, მე-15-22-ე მუხლები, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
17. თუ მონიტორინგის დროს დაწესებულება არ ითანამშრომლებს ექსპერტებთან ან/და არ მისცემს ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების შესაძლებლობას, შესაფასებელი სტანდარტი შეფასდება როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან