1. დაწესებულება პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შემთხვევაში განაცხადით მიმართავს ცენტრს.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილება იქნება პროგრამის განხორციელება ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში მითითებული ადგილისგან განსხვავებულ ადგილას, ხოლო ფართის ცვლილება იქნება მითითებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ადგილზე ფართის გაზრდა ან შემცირება.
3. ცენტრში პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.
4. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
5. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე აქტით განისაზღვრება პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები.
7. პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ან ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შესახებ განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.
8. პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება ამ წესის მე-6–
მე-11 მუხლები, მე-15–
22-ე მუხლები და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინები