1. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას) და სამუშაოები უნდა შესრულდეს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. სარეზერვო კვების გამოყენების შემთხვევაში უნდა ჩაიკეტოს ძირითადი მომარაგების წყარო.
2. საერთო საკუთრებაში არსებული ფართში სათავსოების ან/და სხვა დანიშნულების ობიექტების, ან/და დანადგარების ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად შესაძლებელია მიერთდეს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
3. სისტემის ოპერატორს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს, აბონენტის სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის ან დამხმარე ფართის მიერთებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში, ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით მიერთებისას (წესების მე-17 და მე-18 მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემის ოპერატორის მიერ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახე