1. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ასევე ისეთი ქსელური მომსახურების შესრულების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის შიდა ქსელის რეკონსტრუქციას ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის სავალდებულოა კვალიფიციური პირის მიერ, მომხმარებლის გაზმომარაგების სისტემის (შიდა ქსელის, მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული გაზდანადგარების ან მოწყობილობების) გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დადასტურება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება უნდა განხორციელდეს სისტემის ოპერატორის მიერ, წესების მე-14 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით.
2. კვალიფიციური პირის მიერ მომზადებული შიდა ქსელის მზადყოფნის დადასტურების დოკუმენტი შესაძლებელია მომზადდეს, როგორც დანართი 3-ში მოცემული ფორმის, ასევე სხვა უფლებამოსილი პირის მიერ, სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. შიდა ქსელის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებამდე სისტემის ოპერატორი ვალდებულია, არ მიაწოდოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზი.
4. თუ შიდა ქსელის მონტაჟს (მოწყობას) ან რეკონსტრუქციას ახორციელებს სისტემის ოპერატორი, იგი პასუხისმგებელია სამუშაოების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) და სათანადოდ შესრულებაზე – შესაბამისად, მომხმარებლის შიდა ქსელის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადებასა და მომხმარებლისთვის წარდგენაზე.
5. ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს, რომ ბუნებრივი გაზის დანადგარებით სარგებლობამ არ შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დააზიანოს საკუთრება, არ გამოიწვიოს გამანაწილებელი ქსელის ან მისი შემადგენელი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლა და არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა სხვა მომხმარებლების ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე;
ბ) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მისი შიდა ქსელის (მათ შორის, გაზსადენების სისტემისა და გაზის მომხმარებელი დანადგარების) უსაფრთხო ექსპლუატაცია და საჭიროების შემთხვევაში მისი რეკონსტრუქცია/ცვლილება განახორციელოს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიციური პირების მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა