1. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქცია. აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას სისტემის ოპერატორთან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში (წესების  მე-17 და მე-18 მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემის ოპერატორის მიერ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ამ მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, მომხმარებლის მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს სტანდარტული ან არასტანდარტული პირობით.

4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელი  ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქციის სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების, სტანდარტული და არასტანდარტული პირობები, მომსახურების ვადა და ღირებულება. იგი უფლებამოსილია, განსაზღვროს სტანდარტული პირობით მომსახურების  განსხვავებული ფასები სამუშაოს შესრულების ვადის, წნევის, სიმძლავრის, მოხმარების ტიპის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.

5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეასრულოს მომხმარებლის მოთხოვნა, საჯაროდ გამოცხადებული სტანდარტული ან არასტანდარტული პირობის შესაბამისად, შესაბამისი განაცხადით მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში ან სტანდარტულ პირობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო არასტანდარტულ პირობაზე 10 სამუშაო დღის ვადაში, მიიღოს გადაწყვეტილება მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ – უარი უნდა იყოს დასაბუთებულ