1. გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის წნევა, სუნი და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ ტექნიკურ ნორმებს და სტანდარტებს. ბუნებრივი გაზით მომარაგებისას სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ.

2. წესების შესაბამისად სისტემის ოპერატორი ვალდებულია საკუთრებაში იქონიოს ან  ფლობდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ ბუნებრივი გაზის დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის გაზმოწყობილობებს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე, ამასთან, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის სისტემების მოწყობა და გამართული ფუნქციონირება ისე, რომ საანგარიშსწორებო მრიცხველი წარმოადგენდეს მის საკუთრებას.

3. სისტემის ოპერატორის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, მისი შემადგენელი ბუნებრივი გაზის დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის ოპერატორის მიერ.

4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია სისტემის ოპერატორისთვის ბუნებრივი გაზის მრიცხველის შესაძენად, ასევე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის, ან/და გამანაწილებელი ქსელის გაფართოებისთვის – მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია, წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად