1. გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი.
2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განახორციელოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე გარემოების დაზუსტების მიზნით ან უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. შემოწმებისთვის საჭიროა სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელი პირის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს შემოწმება; მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება); მისამართი; აბონენტის ნომერი და გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას.
3. სისტემის ოპერატორი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია, დაუშვას სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ელექტროდანადგარებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
4. როდესაც სისტემის ოპერატორის მიერ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, წესების მიზნებისთვის სისტემის ოპერატორის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან, ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის მომარაგების შეწყვეტის პირობასა და პროცედურაზ