1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად სისტემის ოპერატორის მიერ, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს, მის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.
2. შესაბამის საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, ელექტროენერგიის მიწოდებაზე დარიცხვა შეიძლება განხორციელდეს, სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის მომარაგების ერთიანი ბაზის მონაცემების საფუძველზე.
3. სისტემის ოპერატორს ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში მონაცემები შეჰყავს, ამ წესების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის მიღებისა და გაცემის პუნქტებში ელექტროენერგიის გადადინების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ (მათ შორის, ელექტროენერგიის მოხმარების, ელექტროენერგიის მოხმარების პირობითი დარიცხვისა და გატარების შემდეგ).
4. მომხმარებელზე მომსახურების ღირებულების დარიცხვა ხორციელდება ქვითრის მეშვეობით „საცალო ბაზრის“ წესების მე-15 – მე-17 მუხლებით დადგენილი წესით.
5. მომხმარებელზე სისტემის ოპერატორის მიერ დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელთან ფინანსური ანგარიშსწორება დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული პირობის დაუცველად.
6. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის წესების შესაბამისად დარიცხული თანხის ამოღება ხორციელდება მიმწოდებლის მეშვეობით, თუ ეს თანხა წესების შესაბამისად, აისახა ქვითარში.
7. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის მომარაგების აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ამ მომხმარებელს მომარაგება შეწყვეტილი აქვს სისტემის ოპერატორის მიერ დარიცხული საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის ან გადახდაზე შეთანხმების გარეშე.
8. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
9. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლების მომარაგება სისტემის ოპერატორმა უნდა აღადგინოს, საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ ვადაში. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამავე ვადაში განახორციელოს მომარაგების აღდგენა და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს, თუ მომხმარებელი ითხოვს მისი მოთხოვნის საფუძველზე შეწყვეტილი მომარაგების აღდგენა