1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად სისტემის ოპერატორის მიერ, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს, მის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.

2. შესაბამის საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე დარიცხვა შეიძლება განხორციელდეს, სისტემის ოპერატორის ბუნებრივი გაზის მომარაგების  ერთიანი ბაზის მონაცემების საფუძველზე.

3. სისტემის ოპერატორს ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში მონაცემები შეჰყავს, ამ წესების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის მიღებისა და გაცემის პუნქტებში ბუნებრივი გაზის გადადინების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოხმარების, ბუნებრივი გაზის მოხმარების პირობითი დარიცხვისა და გატარების შემდეგ).

4. მომხმარებელზე მომსახურების ღირებულების დარიცხვა ხორციელდება ქვითრის მეშვეობით „საცალო ბაზრის“ წესების მე-15 – მე-17 მუხლებით დადგენილი წესით.

5. მომხმარებელზე სისტემის ოპერატორის მიერ დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელთან ფინანსური ანგარიშსწორება დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული პირობის დაუცველად.

6. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის წესების შესაბამისად დარიცხული თანხის ამოღება ხორციელდება მიმწოდებლის მეშვეობით, თუ ეს თანხა წესების შესაბამისად, აისახა ქვითარში.

7. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის მომარაგების აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ამ მომხმარებელს მომარაგება შეწყვეტილი აქვს სხვა მიმწოდებლის ან სისტემის ოპერატორის მიერ დარიცხული საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის ან გადახდაზე შეთანხმების ან იმ მიმწოდებლის თანხმობის გარეშე, რომლის მოთხოვნის შედეგადაც მოხდა მომარაგების შეწყვეტა, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

9. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული  მომხმარებლების მომარაგება სისტემის ოპერატორმა უნდა აღადგინოს, საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ ვადაში.  სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამავე ვადაში განახორციელოს მომარაგების აღდგენა და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს, თუ მომხმარებელი ითხოვს მისი მოთხოვნის საფუძველზე შეწყვეტილი მომარაგების აღდგენას.

10. მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის მრიცხველის, ასევე, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის (შიდა ქსელის), მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდე