1. სისტემის ოპერატორის მიერ, ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, კომისიის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.
2. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, კანონმდებლობისა და წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ:
ა) მომხმარებლის მიერ დროულად არ არის გადახდილი გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, ან/და წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური (ამ წესების, მათ შორის მე-14 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად);
ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;
გ) საჭიროა გეგმური ან არაგეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
დ) მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს ბუნებრივი გაზის მრიცხველთან. მომარაგების წინამდებარე საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელი წინასწარ, 3 სამუშაო დღით ადრე მაინც უნდა იყოს გაფრთხილებული წერილობითი ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). მომხმარებლის მიერ სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის ბუნებრივი გაზის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ:
ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;
ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს ასევე შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად;
გ) არსებობს მიმწოდებლის მოთხოვნა მომარაგების შეწყვეტის შესახებ (თუ ეს წესები ან/და საცალო ბაზრის წესები ითვალისწინებს მითითებული საფუძვლით მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას);
დ) ადგილი აქვს ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებას;
ე) მომხმარებელი ითხოვს მომარაგების შეწყვეტას – აღნიშნულის შესახებ სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს;
ვ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემულია სათანადო დავალება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უარი განაცხადოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, ქსელი გაუმართავია ან/და მის გაზის ხელსაწყოებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა და სხვა ხელსაწყოები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ მომხმარებლის გაზის ხელსაწყოების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს გაზმომარაგების სისტემაზე ან/და სისტემის ოპერატორის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება ამ ან/და სხვა მომხმარებლებს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
5. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილ მომხმარებლებს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისთვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს მომხმარებლის მიერ დაზიანებული აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მის ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდა.
6. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო, ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილი (ქსელიდან ჩახსნილი) მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისთვის, სისტემის ოპერატორს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის, უფლება აქვს მოითხოვოს მომარაგების აღდგენის საფასური.
7. თუ ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს ან გამოიწვევს მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლისათვის, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შეუქმნის შემთხვევაში, არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს წესების 33-ე მუხლში მოცემული პირობები.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი, ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაზე, ასევე ვრცელდება ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
9. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან სისტემის ოპერატორის მიერ მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი, ამ მომხმარებელზე მის მიერ დარიცხული, გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის სხვა მისამართზე (სისტემის ოპერატორს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის არეალში ამ მომხმარებლის სხვა მისამართზე). სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაურიცხოს, ვალდებულების გასწორების შედეგად დარჩენილი თანხა, შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მომსახურების შეწყვეტის ან საბანკო ანგარიშის წარდგენის თარიღიდან.
10. მომარაგების მიმწოდებლის მოთხოვნით შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება აღდგება წესების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის პირობების შესაბამისა