1. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, წესების მოთხოვნების დაცვით ქვითარში ასახული თანხის გადაუხდელობის, მათ შორის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის ან ამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან გათიშულ მომხმარებელს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის და 27-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

2. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასურს განსაზღვრავს სისტემის ოპერატორი. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური შეიძლება დადგინდეს, ამ მოქმედებისთვის გამოყენებული მეთოდის ხარჯისა და სირთულის მიხედვით. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასურის განსაზღვრის შესახებ აქტის ამოქმედებისთვის, სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე განთავსება სავალდებულოა.

3. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური წარმოადგენს სისტემის ოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება გამანაწილებელ ქსელზე მომსახურების ტარიფების გაანგარიშებისას.

4. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებ