1. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური მოიცავს ბუნებრივი გაზის ფასსა და ყველა იმ მომსახურების (ტრანსპორტირების, განაწილების, მოხმარების დაბალანსების მომსახურების ან/და სხვა მომსახურების) ფასს, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მუდმივი და სტაბილური მომარაგებისთვის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.
2. ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის სათანადო რაოდენობის მიწოდება, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში, მომარაგებიდან წარმოქმნილ ვალდებულებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
3. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მიმწოდებლის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
4. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
5. საცალო მომხმარებელზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 15. მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 81. საცალო მომხმარებლის შიდა ქსელი და მის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებულ აღრიცხვის კვანძთან დაშვება
- მუხლი 35. მსხვილი მომხმარებელი
- მუხლი 32. დავის პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება
- მუხლი 10. საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის შეფასების პრინციპები
- მუხლი 84. ბუნებრივი გაზის მოხმარების მონაცემთა ბაზა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ძირითადი პრინციპები
- მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
- მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
- მუხლი 6. მომსახურების გაწევა
- მუხლი 7. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
- მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
- მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-5/