1. ბაზრის ანალიზის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საცალო ბაზრის იმ შესაბამისი სეგმენტ(ებ)ის კონკურენტუნარიანობის შეფასება, რომელიც (რომლებიც) განისაზღვრა ამ პროცედურების II თავის შესაბამისად.
2. კომისია ბაზრის ანალიზის პროცესში ადგენს, არის თუ არა ბაზრის საცალო სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი საბითუმო რეგულაციის არარსებობის შემთხვევაში და მდგრადია თუ არა ბაზარზე არსებული ეფექტიანი კონკურენტული გარემო.
3. კომისიამ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება უნდა განახორციელოს მომავალზე ორიენტირებულობის პრინციპით, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ბაზრის განსაზღვრული სეგმენტის სავარაუდო განვითარების შეფასების გზით. ამ პროცესში კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს საბოლოო მომხმარებლის პერსპექტივა მოთხოვნისა და მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობის თვალსაზრისით ბაზრის არსებული პირობების და მათი სავარაუდო განვითარების გათვალისწინებით.
4. ბაზრის ანალიზი შეიძლება ეფუძნებოდეს საბითუმო, საცალო ან/და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების მონაცემებს.
5. განხილვის შესაბამისი პერიოდის ხანგრძლივობა მოიცავს პერიოდს ბაზრის მიმდინარე ანალიზის დასრულებიდან შემდგომი ბაზრის ანალიზის დასრულებამდე, რომლის ფარგლებშიც კომისია შეაფასებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სპეციფიკურ მახასიათებლებსა და განვითარების ტენდენციებს.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის განხილული საცალო სეგმენტი ან მისი შესაბამისი ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი საბითუმო სეგმენტი ექვემდებარება წინასწარ რეგულირებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის IV და V თავების საფუძველზე, კომისიის მიერ არსებული საბაზრო პირობების შეფასება, ისევე როგორც ბაზრის სეგმენტის განვითარების მოსალოდნელი ან პროგნოზირებადი ტენდენციების შეფასება უნდა განხორციელდეს წინასწარი რეგულირების არარსებობის ჰიპოთეტური დაშვებით. ეს მეთოდი ცნობილია როგორც „მოდიფიცირებული გრინფილდის მიდგომა“. კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, საცალო და მასთან დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტ(ებ)ზე მოქმედი, სექტორისთვის სპეციფიკური რეგულირების, გადაწყვეტილებების და კანონმდებლობის ეფექტ