1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრის ეტაპზე უნდა დადგინდეს მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების საზღვრებიც, მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის და ჰორიზონტალური კავშირების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების, მათი ქსელების ინფრასტრუქტურული კავშირების, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობების, ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის და ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით.
2. ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრისას გათვალიწინებულ უნდა იქნეს დაშვებისა და ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების მიწოდების საბითუმო ბაზრის, აგრეთვე საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი მიმართულებით) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებს შორის თვისობრივი და ფუნქციონალური კავშირების რაოდენობრივი მახასიათებლები.
3. ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე კონკრეტული ურთიერთშენაცვლებადი სახეების განსაზღვრის მიზნით ამ სეგმენტზე მოქმედი ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორის საცალო და მის მისაწოდებლად გამოყენებული საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფის ურთიერთშენაცვლებადი საბითუმო მომსახურების სახეები უნდა გაანალიზდეს განცალკევებულად.
ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების სტრუქტურის ანალი