1. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების მახასიათებლების შეფასებისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ჯგუფში შემავალი ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთგვაროვანი სამომხმარებლო-ფუნქციური თვისებების განსხვავება, რომელიც დგინდება ფინანსურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საექსპლუატაციო, სატარიფო მახასიათებლებისა და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლების პირველადი შედარებით არ უნდა აღემატებოდეს 20 პროცენტს;
ბ) სამომხმარებლო-ფუნქციური თვისებებით ერთგვაროვანი, მაგრამ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ტარიფების მიხედვით განსხვავებული მომსახურების სახეების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთიან საზღვრებში ჩართვის გასაანალიზებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტი;
გ) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების ფაქტორის რაოდენობრივი შეფასებისას, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კომისიისათვის ავტორიზებული პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საკმარისობისა და ადეკვატურობის შემთხვევაში, ურთიერთშენაცვლებადობის საწყისი კრიტერიუმის სახით გამოიყენება პოტენციურად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების კონკრეტულ სახეებზე სატარიფო ელასტიურობისა და მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების კროსელასტიურობის კოეფიციენტები;
დ) კროსელასტიურობის კოეფიციენტის დადებითი მნიშვნელობის შემთხვევაში გაანალიზებული მომსახურების სახეები ზოგადად ურთიერთშენაცვლებადია. ამასთან, რაც მეტია ამ მაჩვენებლის აბსოლუტური მნიშვნელობა, მით მეტია მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობის ხარისხი. ურთიერთშენაცვლებადობის არსებობის ფაქტზე დადებითი დასკვნის გაკეთების კრიტერიუმს წარმოადგენს კროსელასტიურობის კოეფიციენტის 0.35-ზე მეტი რიცხვითი მნიშვნელობა. ნულოვანი კროსელასტიურობის კოეფიციენტი მიანიშნებს ურთიერთშენაცვლებადობის არარსებობაზე. უარყოფითი მნიშვნელობა დამახასიათებელია კომპლემენტარული მომსახურების სახეებისათვის;
ე) კროსელასტიურობის კოეფიციენტის მნიშვნელობის განსაზღვრისათვის საკმარისი მონაცემების არარსებობის, ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე მოთხოვნისა და მიწოდების დაუბალანსებლობის შემთხვევაში გამოიყენება:
ე.ა) მომსახურების სახეებზე ტარიფების დონეების და მიწოდებული მოცულობის ცვალებადობაზე დამოუკიდებელი სტატისტიკური დაკვირვების არანაკლებ ბოლო 2 კვარტალის შედეგები;
ე.ბ) მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობასთან დაკავშირებული რაოდენობრივი მაჩვენებლების საერთშორისო ბენჩმარკები;
ვ) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული მომსახურების სახეების დასაზუსტებლად, უნდა გაანალიზდეს ურთიერთშენაცვლებადობის შემზღუდველი სპეციფიკური დაბრკოლებები და მასტიმულირებელი ფაქტორების არსებობა, შეფასდეს მათთან დაკავშირებული კრიტერიუმები, კერძოდ:
ვ.ა) ფუნქციონალურად ერთგვაროვანი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეები, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში მიეწოდება საცალო ან საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ერთის მხრივ, ბოლო მომხმარებლებს და, მეორეს მხრივ, სხვა ავტორიზებულ პირთა ჯგუფებს, განიხილება ბაზრის სეგმენტების განცალკევებულ საზღვრებში;
ვ.ბ) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩანაცვლების დანახარჯების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების სახეებზე მომხმარებლების მიერ გაწეული საშუალოთვიური დანახარჯების 20 პროცენტს;
ვ.გ) მაღალი ჩანაცვლების დანახარჯების პირობებში ფუნქციურად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები ნაწილდება მომსახურების სხვადასხვა შესაბამისი სეგმენტების ჯგუფებში;
ვ.დ) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ დროის პერიოდში გაწეული საშუალო დანახარჯები (თვითღირებულების დონეები, განზომილების ერთგვაროვან ერთეულებში), არ უნდა განსხვავდებოდეს 20 პროცენტზე მეტად;
ვ.ე) ერთ გეოგრაფიულ სეგმენტზე ფუნქციონალურად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები განიხილება ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთ საზღვრებში იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების სახეებზე ტარიფების დონეებს შორის განსხვავება აღემატება 20 პროცენტს და აღნიშნული განსხვავება გამოწვეულია ავტორიზებული პირების საქმიანობაში მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის ფაქტორით;
ვ.ვ) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე მომხმარებლების ხელმისაწვდომობის ან მომხმარებლის არჩევანის შემზღუდავი ტექნოლოგიური ან სხვა ხასიათის გარემოებების არსებობის შემთხვევაში უნდა გაანალიზდეს ავტორიზებული პირის მიერ დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა და მისი გავლენა მომსახურების სახის ჩანაცვლების ელასტიურობაზე;
ვ.ზ) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის მისაწოდებლად ავტორიზებული პირის მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის მოპოვება არ ჩაითვლება ამ მომსახურების სახის განცალკევებულ საზღვრებში განსაზღვრის კრიტერიუმად;
ვ.თ) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფში სხვადასხვა ფუნქციურად ეკვივალენტური განზომილებებით გაზომილი ფარდობითი საბაზრო წილების 20 პროცენტზე მეტად განსხვავების შემთხვევაში, აუცილებელია კონკრეტული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში ჩართვის საფუძვლების გაანალიზება და შესაბამისი დაზუსტებების შეტანა ამ დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად;
ვ.ი) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრების დადგენისას უნდა განხორციელდეს ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფში მომსახურების იმ სახეების ჩართვის ანალიზი, რომლებიც ტრანზიტულად ურთიერთშენაცვლებადია. ორი, სამომხმარებლო-ფუნქციონალური თვისებებით ერთგვაროვანი მომსახურების სახე ტრანზიტულად ურთიერთშენაცვლებადია, თუ მოთხოვნის მხრიდან მათ შორის არ არსებობს (ან საკმარისად დაბალია) პირდაპირი ურთიერშენაცვლებადობა, მაგრამ თითოეული ეს მომსახურების სახე ჯაჭვურად ურთიერთშენაცვლებადია მესამე მომსახურების სახესთან. ჩანაცვლების მწკრივში შემავალი მომსახურების სახეების ურთიერშენაცვლებადობისა და ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთ ჯგუფში ჩართვის ანალიზის ჩატარებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის შეფასებები;
ვ.კ) ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრების მიწოდების შემთხვევაში უნდა გაანალიზდეს მისი სტრუქტურა და შეფასდეს, ერთი მხრივ, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში და, მეორეს მხრივ, ამ ნაკრებში შემავალი მომსახურების განცალკევებული სახის ურთიერთშენაცვლებადობის ხასიათი და ხარისხი (მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების, კომპლემენტარობის თვალსაზრისით). მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრების სტრუქტურული ანალიზი მოიცავს ნაკრების სტრუქტურაში კონკრეტული მომსახურების სახეზე ავტორიზებული პირის მიერ მიღებული შემოსავლების, ასევე, გაწეული ხარჯების განცალკევებულად აღრიცხული წილის განსაზღვრას და მის შედარებით ანალიზს ბაზრის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეზე ჩამოყალიბებულ საბაზისო ტარიფების დონესთან, აგრეთვე ავტორიზებული პირის მიერ სატარიფო სუბსიდირების ხასიათის და მის მიერ დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის შესაფასებას.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მიწოდების მხარის ჩანაცვლების მახასიათებლების შეფასებისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) ბაზარზე შესვლის სისტემური ხასიათის დაბრკოლების არსებობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ან სრულად არამიმზიდველი გახადოს გონივრულ ვადაში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალი ეკონომიკური აგენტების ეფექტური შესვლა და მიწოდების მხარის ჩანაცვლება;
ბ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების საბაზრო უპირატესობების შედარებითი ანალიზის დასკვნები;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი იმ ავტორიზებული პირების შესაძლებლობები, რომლებიც მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრის მომენტისთვის აქტიურად არ საქმიანობენ აღნიშნულ სეგმენტზე, მაგრამ მომსახურების სახეზე ტარიფების შესაძლო ზრდის, ქსელის ელემენტების თავისუფალი სიმძლავრეებისა და რეზერვების არსებობის, აგრეთვე ტექნოლოგიური, ფინანსური და სხვა საწარმოო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიწოდების მხარის მაღალი ჩანაცვლების ელასტიურობის პირობებში სავარაუდოდ გადაწყვეტენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლას და იგივე ან ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდებას. ავტორიზებული პირების პოტენციური შესაძლებლობების შეფასება უნდა განხორციელდეს ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის საფუძველზ