საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კვლევა და ანალიზი ტარდება ამ დებულების მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად. კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას უნდა განხორციელდეს:

1. საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრა, რომელიც მოიცავს:

ა) ბაზრის შესაბამის, აგრეთვე მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების (პროდუქტების) სახეების ჯგუფის განსაზღვრას ან დაზუსტებას;

ბ) ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე საქმიანობის განმახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების და მომხმარებლების ჯგუფების განსაზღვრას;

გ) ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრას და საჭიროების შემთხვევაში მათ დაზუსტებას.

2. საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების სტრუქტურის ანალიზი, რომელიც მოიცავს:

ა) ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე კონკურენციისათვის დამახასიათებელი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების, მათ შორის: ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობის, ამ სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების რაოდენობის, მათ მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილების (გაზომვის შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში), საბაზრო კონცენტრაციის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების (რეზერვების გათვალისწინებით), ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების ტექნიკურ-ეკონომიკური ხასიათის სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების გაზომვას და მათი ოდენობების შეფასებას, გონივრულ პერიოდზე ორიენტირებით შესაბამისი საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრას. კონკრეტულ შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი ანალიზური ფაქტორის (გაზომვის შესაბამის ერთეულებში) და კრიტერიუმის შერჩევის შესახებ;

ბ) ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების საზღვრების დაზუსტებას და კორექტივების შეტანას, შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით;

გ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის სისტემური დაბრკოლებების ანალიზის ჩატარებას.

3. საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენა, რომელიც მოიცავს:

ა) ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების სტრუქტურული ანალიზისას გამოკვეთილი ძირითადი ანალიზური ფაქტორებისა და შერჩეული კრიტერიუმის შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან ერთობლივად მოქმედი პირთა ჯგუფის დადგენას;

ბ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, მათი ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ან ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის და მსურველი პირების მიერ ამ სეგმენტზე საქმიანობის დაწყების შესაძლებლობების, ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელი ფაქტორების, მათ მიერ საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით საინვესტიციო რისკ-ფაქტორების კვლევას და ანალიზს;

გ) კონკურენციის რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე ანალიზური ფაქტორების და მეორეული კრიტერიუმების გამოყენებით შესაბამისი ანალიზის ჩატარებას, ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების კვლევას და ანალიზს, აგრეთვე მათი ხასიათის შეფასებას;

დ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი კონკრეტული ავტორიზებული პირის საბაზრო უპირატესობისა და ძალაუფლების ხასიათის, მისი უხეშად გამოყენებისა და ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობების შეფასებას.

4. საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებების არსებითი პირობების განსაზღვრა, რომელიც მოიცავს:

ა) საბაზრო უპირატესობის ფლობის და ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობების ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისათვის დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებების და ამ ვალდებულებების არსებითი პირობების განსაზღვრას.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის პირობებ