ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების, ამ სეგმენტის კონკურენტულობის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენის, ასევე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია ითვალისწინებს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ,,გენერალურ შეთანხმებას მომსახურებით ვაჭრობაზე“.
ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის, აგრეთვე წილების შეძენისა და შერწყმის წინასწარი რეგულირებისას კვლევისა და ანალიზის ჩატარების ზოგადი წესე