ეს დებულება შემუშავებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. წინამდებარე დებულებით დგინდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, კვლევისა და ანალიზის ჩატარების გამჭვირვალე პროცედურები და მეთოდოლოგიური წესები, რომლებიც მოიცავენ: საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის; ამ სეგმენტებზე ავტორიზებული პირების საქმიანობაში კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების; მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის, ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების და მათთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დადგენის; აგრეთვე წილების შეძენისა და შერწყმისას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო დარღვევის ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოსავლენად წინასწარი გამოკვლევის ჩატარების მეთოდოლოგიურ წესებსა და პირობებ
მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 22.02.2024
მუხლი 1. დებულების მიზნები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. დებულებაში გამოყენებული ტერმინები
- მუხლი 3. კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნები
- მუხლი 4. კონკურენციის წინასწარი რეგულირებისა და ბაზრის ანალიზის პრინციპები
- მუხლი 5. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების ჰარმონიზებული წესები
- მუხლი 6. კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას, აგრეთვე წილების შეძენისა და შერწყმისას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების პირობები
- მუხლი 7. კვლევისა და ანალიზის ჩატარების პროცედურები
- მუხლი 8. ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას საინფორმაციო უზრუნველყოფის პირობები
- მუხლი 9. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისა და მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის პირობები
- მუხლი 10. ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრა
- მუხლი 11. ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისას რაოდენობრივი კრიტერიუმების შეფასება
- მუხლი 12. მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ჯგუფების განსაზღვრა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №5, 31.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.010.812 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72850/muxli-1/