1. კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორცილდება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული და მსურველი პირების მიერ საქმიანობის განხორციელების ან დაწყებისას ღია და თანასწორუფლებიანი პირობების უზრუნველყოფისათვის, ეფექტიანი, გრძელვადიანი კონკურენტული საბაზრო გარემოს ჩამოყალიბებისათვის და მიზნად ისახავს:

ა) ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და საშუალებებში ინვესტიციების წახალისებას და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობას;

ბ) ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებას;

გ) ავტორიზებული პირების საქმიანობის მარეგულირებელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების მართვის გამჭვირვალე სტრუქტურის უზრუნველყოფას;

დ) მომხმარებლებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას;

ე) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების საქმიანობის, შერწყმისა და წილის შეძენის დროს გამჭვირვალე, ობიექტური და ეფექტიანი მარეგულირებელი რეჟიმის არსებობას.

2. კომისიის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორცილებისას კონკრეტულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობა განისაზღვრება შემდეგი მეთოდოლოგიური კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აშკარად იკვეთება არაგარდამავალი (არადროებითი) ხასიათის მაღალი შესვლის დაბრკოლების არსებობა, რომელიც განპირობებულია კონკრეტული ავტორიზებული პირის ან ერთობლივად, პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით ან დაკავშირებულია ამ სეგმენტზე ავტორიზებული პირების საქმიანობის მარეგულირებელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რისკ-ფაქტორებთან;

ბ) კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობის საფუძველს წარმოადგენს იმ გარემოების გაანალიზება, თუ რამდენად შესაძლებელია კომისიის მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების დაძლევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც კონკურენციის არსებული პირობები და მისი განვითარების ტენდენცია საკმარისად დამაკმაყოფილებელი