1. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფის განსაზღვრა ხორციელდება ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების, ტარიფების დონეების, მათი ისტორიული ცვალებადობის გათვალისწინებით განსაზღვრული სამომხმარებლო და ფუნქციური თვისებებით ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთგვაროვან ჯგუფად დაჯგუფებისა და მათი, როგორც ბაზრის ერთ შესაბამის სეგმენტად განხილვის პროცედურების საფუძველზე.

2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტების წინასწარი განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების, აგრეთვე, ავტორიზებულ პირებზე ან ბოლო მომხმარებლებზე (ან აბონენტებზე) მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითადი კლასიფიკატორი (საცალო და საბითუმო ბაზრის კლასიფიკატორი), ამ დებულების დანართი №2-ის შესაბამისად.

3. კომისია უფლებამოსილია, პერიოდულად ან საჭიროებისამებრ, კონკრეტულ შემთხვევაში, ცვლილებები და დამატებები შეიტანოს ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის კრიტერიუმებში და ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფში, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარების, კონიუნქტურის გაფართოებისა და კონკურენციის ზრდის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბაზრის შესაბამისი სეგმენტების საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა უნდა განხორციელდეს გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და სამომხმარებლო-ფუნქციური მახასიათებლების ობიექტურად შეფასების საფუძველზე.

4. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრის ეტაპზე უნდა დადგინდეს მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების საზღვრები, მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების ურთიერთკავშირის რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების, აგრეთვე, ამ სეგმენტებზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხის ან ურთიერთდამოკიდებულების (ჰორიზონტალურად ინტეგრირებული სტრუქტურების არსებობისას) ხასიათის გათვალისწინები