1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები წარმოადგენს კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით გამოყოფილი, მომსახურების ზონის გეოგრაფიული ტერიტორიის საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს მიეწოდებათ ან სურთ რომ მიეწოდოთ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ჯგუფში განსაზღვრული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები.
2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების პირველადი განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის, ავტორიზებული პირების (ოპერატორების) ქსელებთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორები, მათ შორის: ავტორიზებული პირების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების ან ინფრასტრუქტურის გეოგრაფიული განფენილობა, ავტორიზაციის, ან ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობები, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრები, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი კონიუქტურის და კონკურენციის პირობები და ამ პირობების შესაბამისად გამოყოფილი ტერიტორიული საზღვრები.
3. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით განიხილება როგორც:
ა) ადგილობრივი (ერთი მომსახურების ზონის ან მისი ნაწილის მომცველი);
ბ) რეგიონული (რომელიც სცილდება ერთი მომსახურების ზონის გეოგრაფიულ ფარგლებს);
გ) ეროვნული (ქვეყნის მთელი ტერიტორიის მომცველი);
დ) საერთაშორისო – ორი ან მეტი ქვეყნის ტერიტორიის მომცველი.
4. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების დაზუსტებისას უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს შემდეგი ფაქტორები და კრიტერიუმები:
ა) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე მომხმარებლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხარისხი, ასევე, თუ რამდენად და რა ფარგლებში ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას მომსახურების კონკრეტული სახის თანაბარ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ამგვარ შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა (მეზობელ) გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მიწოდებული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთი ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიულ საზღვრებში განსაზღვრა;
ბ) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების გაფართოების მიმართულებით დაზუსტებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტი, რომლის შესაბამისადაც ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები გაფართოვდება და ამ საზღვრებში მოექცევა ის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები, რომელთაც გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უპირატესობას ანიჭებენ მომხმარებლები, ტარიფების დადგენილ ფარგლებში ცვლილებისა