1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობა (მოცულობა) წარმოადგენს ამ საგმენტზე განსაზღვრული მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების ჯგუფის მიერ მომხმარებლებისათვის მიწოდებული კონკრეტული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების საერთო ჯამურ მოცულობას ღირებულებით ან ნატურალურ მაჩვენებლებში.

2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ბაზრის ტევადობისა და ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისათვის შესაბამისი ფუნქციურად ერთგვაროვანი ერთეულების გამოყენების შესახებ. საბაზრო წილის გაზომვისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

ა) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე დარიცხული ჯამური შემოსავლები ფულად ერთეულებში;

ბ) კონკრეტული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების ბოლო მომხმარებელთა (ან აბონენტთა) რაოდენობა;

გ) მომხმარებელთა ჯგუფისათვის მიწოდებული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების ჯამური ტრაფიკი შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში;

დ) მონაცემთა გადაცემული მოცულობა შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში;

ე) ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული ან თავისუფალი სიმძლავრეები შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში;

ვ) განზომილების სხვა ერთეულები, რომლებიც ობიექტურად და გამჭვირვალედ განსაზღვრავენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებულ კონკურენციას.

3. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკრეტული ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება ამ დებულების დანართ №3-ში მოცემული ფორმულით.

4. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობის დეტალური ანალიზის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ამ სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების ცალკეული სახეების მოცულობები, განცალკევებულად, შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში.

5. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ინტეგრირებული სტრუქტურის (ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების, ჰოლდინგური, მრავალფილიალიანი, ავტორიზებული პირის, ურთიერთდამოკიდებული ან ერთობლივად მოქმედი ავტორიზებული პირების) არსებობის შემთხვევაში მისი წილი უნდა განისაზღვროს, როგორც ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ერთიანი ეკონომიკური აგენტის წილი, ასევე დეტალურად, აღნიშნულ სტრუქტურულ გაერთიანებაში შემავალი ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ეკონომიკური აგენტების მიხედვით.

6. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე პოტენციური მიმწოდებლების და მომხმარებლების ეკონომიკური მაჩვენებლების, მათ მიერ მიწოდებული მომსახურების მოცულობის (აგრეთვე, გაფართოების საპროგნოზო მოცულობის) და საბაზრო წილების საპროგნოზო მონაცემების შეფასებისას (შერწყმისა ან წილის შეძენის გამოკვლევისას) გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) ავტორიზებული პირების სატარიფო პოლიტიკის კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან შესაბამისობისა და გაფართოების საპროგნოზო მოცულობაზე მათ მიერ მიღებული მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენის ანალიზის შედეგები;

ბ) ავტორიზებულ პირებს შორის კომისიის მიერ დავების გადაწყვეტის ან მოკლევადიანი ხასიათის პრობლემების განხილვისას ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობა და ავტორიზებული პირების საბაზრო ფარდობითი წილების გაანგარიშება წარმოებს მხოლოდ რეალურად მოქმედი ბაზრის მონაწილეთა გათვალისწინებით;

გ) თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის პერიოდი საშუალო ან გრძელვადიანი ხასიათისაა, მაგალითად, შერწყმისა და წილების შეძენისას, ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისას, და ა.შ. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობა და ავტორიზებული პირების საბაზრო ფარდობითი წილების გაანგარიშება წარმოებს ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის გამოყენებით როგორც რეალურად მოქმედი, ასევე პოტენციურად შესაძლებელი იმ მიმწოდებლებისა და მომხმარებლების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება შემოვიდნენ ბაზრის მოცემულ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე, უახლოესი კალენდარული წლის განმავლობაშ