1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრაციის მაჩვენებლების (HHI) საფუძველზე შესაძლებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტის შემდეგი ტიპების იდენტიფიცირება:

ა) დაბალკონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა არ აღემატება 1000-ს.

ბ) ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა მოქცეულია 1000-დან და 1800-მდე საზღვრებში.

გ) მაღალკონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა ჭარბობს 1800 ერთეულს.

2. უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ერთობლივი ფარდობითი საბაზრო წილების მიხედვით გაანგარიშებული კონცენტრირების ინდექსის CRK საფუძველზე შესაძლებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფის შემდეგი ტიპების იდენტიფიცირება:

ა) ნაკლებად კონცენტრირებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი, როდესაც CR3-ის რიცხვითი მნიშვნელობა ნაკლებია 40 პროცენტზე, ხოლო CR4-ის მნიშვნელობა ნაკლებია 50 პროცენტზე;

ბ) ზომიერად კონცენტრირებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი, როდესაც CR3-ის რიცხვითი მნიშვნელობა მოქცეულია: არანაკლებ 40 პროცენტიდან არა უმეტეს 60 პროცენტამდე შუალედში; ხოლო CR4-ის ან CR6-ის რიცხვითი მნიშვნელობა – არანაკლებ 50 პროცენტიდან არა უმეტეს 70 პროცენტამდე შუალედში;

გ) საშუალოდ კონცენტრირებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი, როდესაც CR3-ის რიცხვითი მნიშვნელობა მოქცეულია: არანაკლებ 60 პროცენტიდან არა უმეტეს 80 პროცენტამდე შუალედში; ხოლო CR4-ის ან CR6-ის რიცხვითი მნიშვნელობა – არანაკლებ 70 პროცენტიდან არა უმეტეს 85 პროცენტამდე შუალედში;

დ) მაღალკონცენტრირებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი, როდესაც CR3-ის რიცხვითი მნიშვნელობა აღემატება 80 პროცენტ