კონკრეტული ეკონომიკური აგენტის ან ერთობლივად მოქმედი ჯგუფის საბაზრო ძალის რაოდენობრივი შეფასებისათვის გამოიყენება ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტი. ტესტის თანახმად შეფასებულ უნდა იქნეს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დამოუკიდებლად მოქმედებისა და გონივრულ ვადაში საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით კონკურე
ნტულთან შედარებით მაღალი ტარიფების დაწესების ან სატარიფო ზეწოლის განხორცილების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით და მისი უხეშად გამოყენებით. ეკონომიკური აგენტის (ან ჯგუფის) საბაზრო უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობა რაოდენობრივად შეფასებულ უნდა იქნეს მომავალ პერიოდზე ორიენტირებით, საბაზრო ძალის გაზომვით (ე.წ. LE-,,ლერნერის“ ინდექსის გაანგარიშება ამ დებულების
№4 დანართის შესაბამისად) და მის საფუძველზე გონივრულ ვადაში საბაზრო უპირატესობის მოპოვებისა და მისი უხეშად გამოყენების შესაძლებლობის ანალიზის ჩატარებით.

თავი VII

მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების არსებითი პირობების განსაზღვ