მუხლი 29. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური ვალდებულებები
თავი V — მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური ვალდებულებები
1. კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური ვალდებულება:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;
დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება არ გამორიცხავს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (02.06.2005).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-881(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
…რაც კასატორის მოსაზრებით, გულისხმობს ავტორიზებული პირებისათვის ამ სეგმენტზე საქმიანობის, მათ შორის, ტარიფების დაწესების თავისუფლების მინიჭებას. კასატორი ასევე მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 22-ე, 29-ე, 35-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სატარიფო რეგულირების დადგენა უნდა განხორციელდეს…
…კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევების გამო. სს „...“ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №763/16…
…წარმოადგენს «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმადაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, კი განსაზღვრულია კომისიის უფლებამოსილება მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი…
…აქტს, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონის მე-5 თავით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის «რ» ქვეპუნქტის, 29-ე და 34-ე მუხლების სწორი შეფასების შემთხვევაში სასამართლო ნათლად შეაფასებდა, რომ კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადაჭარბებას, როდესაც მან თავისი…
…პროცედურებს, ასევე იმ საკითხს თუ კომისიის მიერ გამოცემული როგორი სამართლებრივი აქტით უნდა იქნას განსაზღვრული ავტორიზებული პირებისთვის დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის, ისეთი ვალდებულება როგორიც არის კანონის 29-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული - სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის…
მუხლი 19. ძალაუფლების მინიჭება— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაცია (EU) No 952/2013, რომელშიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსი