1. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეფასება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება წარმოებს ბაზრის სტრუქტურული (რაოდენობრივი და თვისობრივი) მაჩვენებლების განსაზღვრის, მათი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე.

2. ბაზრის სტრუქტურის ანალიზისას კონკურენციის რაოდენობრივი შეფასება ხორციელდება:

ა) აღნიშნულ სეგმენტზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობის შეფასებით;

ბ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების თითეული მიმწოდებლის ფარდობითი საბაზრო წილის რაოდენობრივი შეფასებით;

გ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო კონცენტრაციის რაოდენობრივი მაჩვენებლების შეფასებით.

3. საბაზრო კონცენტრაციის რაოდენობრივი შეფასების მაჩვენებლებს მიეკუთვნება:

ა) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრაციის ე.წ. ,,ჰერფინდალ-ჰირშმანის“ ინდექსის (HHI) რაოდენობრივი მნიშვნელობა, რომელიც გაიანგარიშება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ყველა მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ დაკავებული ფარდობითი წილების (პროცენტულ ერთეულებში) კვადრატების ჯამის სახით, ამ დებულების №4 დანართში მოცემული ფორმულის შესაბამისად. HHI ინდექსი განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტის კონცენტრაციის დონეს და მისი მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს: 1-დან – საკმარისად სრულყოფილი კონკურენციის და ბაზარზე მონაწილეთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, 10 000-მდე – აბსოლუტურად კონცენტრირებულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მიმწოდებლის მხარეს ერთი ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შემთხვევაში.

ბ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონცენტრირების ინდექსი (CRK), რომელიც განისაზღვრება ბაზრის მოცემულ სეგმენტზე სხვადასხვა რაოდენობით (ფარდობითი წილების კლების მიმართულებით K = 3,4,5,6... და ა.შ.) დაჯგუფებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ერთობლივი საბაზრო წილების გაანგარიშების საფუძველზე, ამ დებულების №4 დანართში მოცემული ფორმულის შესაბამისად. კონცენტრირების მაჩვენებელი – CRK განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი, მხოლოდ უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფის სტრუქტურას და ამ ჯგუფში შემავალი ავტორიზებული პირების საბაზრო პოზიციებს.

გ) ე.წ. ,,ლინდის“ ინდექსი (Lk), რომელიც გაიანგარიშება ამ დებულების №4 დანართში მოცემული ფორმულის შესაბამისად. ე.წ. ,,ლინდის“ ინდექსი – Lk განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის არათანაბრობის დონეს და გამოიყენება ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურის ანალიზისას ოლიგოპოლიის საზღვრების დასადგენა