1. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განისაზღვრება ყველა ის მიმწოდებლები, რომლებიც საქმიანობენ მოცემულ ბაზარის სეგმენტზე და, აგრეთვე, ის ავტორიზებული პირები, რომლებიც პოტენციურად ფლობენ შესაძლებლობას (ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ფინანსურ, საინვესტიციო და სხვა) განახორციელონ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდება, ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის შედეგების გათვალისწინებით.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით მიზანშეწონილია ბოლო მომხმარებლების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით და მოხმარების თავისებურებებით განსაზღვრული ჯგუფების გამოყოფ