1. კომისიის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კვლევისა და ანალიზის ჩატარების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნა, რომელიც ობიექტურად ასაბუთებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტულობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია;

ბ) სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნა, რომლიც ასაბუთებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია;

გ) კომისიის საკუთარი ინიციატივა, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის ობიექტური მახასითებლები ნათლად ცხადყოფენ, რომ არსებული მდგომარეობის განვითარება მომავალში შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას;

2. კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. კონკრეტული მოთხოვნის ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყებისას კომისია უფლებამოსილია, დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების მთლიანი ბაზრის, ან მისი ცალკეული ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე, ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მეთოდოლოგიური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

4.კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყებისას კომისია ატარებს საკითხის პირველად მოკვლევას, რომლის მიზანია მოთხოვნაში ან შეტყობინებაში წარმოდგენილი არგუმენტების წინასწარი შეფასება და ბაზრის კონკურენტულობის დეტალური, მთლიანი თუ ცალკეული, ან მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობისა და, ამავე დროს, მიზანშეწონილობის დადგენა.

5. შერწყმის ან წილის შეძენის წინასწარი რეგულირების მიზნით კომისია უფლებამოსილია, შერწყმის ან წილების შეძენის განზრახვის თაობაზე ავტორიზებული პირის მიერ კომისიისათვის მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატაროს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებულ მდგომარეობაზე ავტორიზებული პირის (ან პირების) მიერ განზრახული შერწყმის ან წილის შეძენის შესაძლო გავლენის კონფიდენციალური გამოკვლევა, რომლის მიზანია აღნიშნული ოპერაციის (ტრანზაქციის) შედეგად ჩამოყალიბებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვებით, ან ბაზარზე შესვლის დაბრკოლების შექმნით კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შეფასება და კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ტრანზაქციაში მონაწილე პირებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება.

6. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირებისათვის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს მოთხოვნაში ან საკუთარ ინიციატივაში წარმოდგენილი არგუმენტების შეფასების, მათ შორის, კვლევისა და ანალიზის დაწყების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის, აგრეთვე ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მთლიანი თუ ცალკეული ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების კონკურენტულობის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე პირველადი მოკვლევის შედეგებ