ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირება, აგრეთვე შესაბამისი კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ანალიზური ფაქტორებისა და კრიტერიუმების შერჩევა, ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფის დადგენა, ასევე მათზე დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებების არსებითი პირობების განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
ა) ობიექტურობის პრინციპი – კომისიის მიერ ბაზრის შესაბამისი ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრის, აგრეთვე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფის დადგენის და სპეციფიკური ვალდებულებების ობიექტურად დაკისრების მიზნით კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ის ობიექტური ანალიზური ფაქტორები და კრიტერიუმები, რომლებიც გამჭვირვალედ და ერთგვაროვნად განსაზღვრავენ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მქონე ავტორიზებული პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვას, ბაზრის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების შექმნას, საბაზრო უპირატესობის ბოროტად გამოყენების ხასიათს და არაკონკურენტული ერთობლივი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს;
ბ) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტულობის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების, მათ შორის, ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების ფუნქციურ, სამომხმარებლო და ეკონომიკურ მახასიათებლებს, ხოლო მეორეული მნიშვნელობა – ავტორიზებული პირების მიერ მომსახურების ამ სახეების მიწოდებისას გამოყენებულ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს;
გ) ფუნქციონალური ეკვივალენტობის პრინციპი – კომისიის მიერ სხვადასხვა ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტულობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ეკვივალენტური ფუნქციონალური კრიტერიუმები და ანალიზური ფაქტორები მსგავს შემთხვევებში გამოყენებულ უნდა იქნეს ერთგვაროვანად;
დ) მინიმალური საჭირო რეგულირების პრინციპი – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას კომისიის მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი არსებითი პირობები უნდა დადგინდეს იმ მინიმალური მოცულობის ფარგლებში, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წახალისებას, შესვლის დაბრკოლებების შემცირებას და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის მხრიდან საბაზრო უპირატესობის უხეშად გამოყენების შეუძლებლობას;
ე) პროპორციულად თანაზომადობის პრინციპი – კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას, ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე თითოეულ ავტორიზებულ პირს უნდა დაეკისროს პროპორციულად თანაზომადი პირობებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათის გათვალისწინებით;
ვ) გამჭვირვალეობის და არადისკრიმინაციულობის დაცვის პრინციპი – კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა ჯგუფისათვის სპეციფიკური ვალდებულების დაკისრება და ამ ვალდებულებების არსებითი პირობების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს არადისკრიმინაციულად და გამჭვირვალედ, იმდენად, რომ თითეული პირისათვის ნათელი იყოს დაკისრებული ვალდებულების ხასიათი და მისი შესრულების კონკრეტული პირობები;
ზ) მომავალ პერიოდზე ორიენტირებულობის პრინციპი – კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას კვლევისა და ანალიზის ჩატარება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება უნდა განხორციელდეს მომავალი პერიოდის გონივრულ ვადაზე ორიენტირებით, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გრძელვადიანი ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარება-გაფართოების ტენდენციისათვის დამახასიათებელი დინამიური და სტატიკური ფაქტორების გაანალიზებით. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონკურენციის მახასიათებლების ანალიზთან დაკავშირებული დროითი მონაცემების (დროითი მწკრივების) შეფასებისა და პროგნოზირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ადეკვატური ანალიტიკური მეთოდოკა (შეფასებისა და პროგნოზირების ანალიზური ინსტრუმენტები