1. ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას საკუთარი საქმიანობის თაობაზე მოთხოვნილი ის ინფორმაცია, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მისი კონფიდენციალობის მიუხედავად, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირების განსახორციელებლად კვლევისა და ანალიზის ჩატარებასთან. კომისია უფლებამოსილია, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კონკურენციის უზრუნველმყოფი მუხლებით, აგრეთვე მის მიერ მიღებული დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მუდმივი და სისტემატური მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების მიზნით შეიმუშაოს სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვების, მათი შეკრებისა და დამუშავების სისტემა და მოსთხოვოს ავტორიზებულ პირებს შესაბამისი მონაცემების კომისიისათვის მიწოდება.

2. ავტორიზებული პირი, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება, ვალდებულია კომისიას წინასწარ შეატყობინოს შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ აღნიშნული ოპერაციის (ტრანზაქციის) განხორციელებამდე. ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის შეძენისას კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ.

3. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის, აგრეთვე შერწყმის ან წილის შეძენისას კონკურენციის შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მინიმუმ უნდა მოიცავდეს ამ დებულების დანართ №1-ში მოცემულ მონაცემებ