1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი (აუცილებელი) კრიტერიუმია ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილის რაოდენობრივი შეფასება. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი ერთპიროვნულად განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია ფარდობითი საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა (HHI ინდექსის მაჩვენებელი აღემატება 1600 ერთეულს და CR3-ის მნიშვნელობა აღემატება 40 პროცენტს).
2. რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე:
ა) ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა (HHI ინდექსის მაჩვენებელი აღემატება 1850 ერთეულს და CR3-ის მნიშვნელობა აღემატება 60 პროცენტს);
ბ) სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა (HHI ინდექსის მაჩვენებელი აღემატება 2950 ერთეულს და CR3-ის მნიშვნელობა აღემატება 80 პროცენტს).
3. კონკურენცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანია, თუ ამ სეგმენტზე არ საქმიანობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. კონკურენცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არის ეფექტიანი, თუ ამ სეგმენტზე მოქმედ ერთ ან ერთობლივად რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებულ პირს (ან პირთა ჯგუფს) აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, მას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება აქვს ასევე ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის (ან პირთა ჯგუფის) დადგენის და სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით, ძირითადი კრიტერიუმთან ერთად გამოიყენება ამ დებულების 22-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად განსაზღვრავენ ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის ფლობის და მისი უხეშად გამოყენების, კონკურენციის შეზღუდვის, არაკონკურენტული ერთობლივი ქმედებების განხორციელების, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობებს. კონკრეტულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას გამოიყენოს სხვა მეორეული კრიტერიუმები ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინები