1. დომინანტური მდგომარეობა წარმოადგენს შესაბამის ბაზარზე მოქმედი საწარმოს/საწარმოების ისეთ მდგომარეობას, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი საწარმოებისგან, მიწოდების ჯაჭვის ზედა ან/და ქვედა დონეზე/დონეებზე მოქმედი ბაზრის მონაწილეებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ ბაზარზე პროდუქტის/მომსახურების მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია.
2. დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება ბაზარზე საწარმოს საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტი საწარმოების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, საქმიანობის გაფართოების ბარიერების, რესურსებზე ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
3. თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან დომინანტური მდგომარეობის მქონედ/მქონეებად, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი არ აღემატება 40 პროცენტს. საწარმოთა ჯგუფში შემავალი თითოეული საწარმო ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ, თუ ისინი არ განიცდიან მნიშვნელოვან კონკურენციას აღნიშნული საწარმოთა ჯგუფის შიგნით და მის მიღმა ბაზარზე მოქმედი სხვა საწარმოებისგან მიწოდების ჯაჭვის ზედა ან/და ქვედა დონის ბაზარზე წვდომის შეზღუდული შესაძლებლობის, შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამასთანავე:
ა) არაუმეტეს სამი საწარმოს ერთობლივი წილი შესაბამის ბაზარზე არანაკლებ 50 პროცენტია, ამავდროულად, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;
ბ) არაუმეტეს ხუთი საწარმოს ერთობლივი წილი არანაკლებ 80 პროცენტია, ამავდროულად, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია.
ბაზრის კვლე