1. კანონის 117-ე მუხლი პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით კომისია იწყებს ბაზრის კვლევას საკუთარი ინიციატივით, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, სააგენტოსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნის ან საწარმოს (განმცხადებლის) განცხადების საფუძველზე, თუ ამ უკანასკნელს ბაზრის შემზღუდველი ქმედების შედეგად ადგება უშუალო ქონებრივი ზიანი და აღნიშნულს ადასტურებს შესაბამისი მტკიცებულებებით.
2. ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შემთხვევაში ბაზრის კვლევის დაწყების მოთხოვნით საწარმომ კომისიას განცხადება უნდა წარუდგინოს ამ წესების №1.2 დანართის შესაბამისად.
3. კომისია 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მიღებულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს.
4. განცხადებაში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ამ მუხლის მე-2 პუნქტის ან კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისია განმცხადებელს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით განუსაზღვრავს დამატებითი ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
5. თუ განცხადებაში მოყვანილი ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შესწავლის უფლებამოსილება, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აქვს სააგენტოს, კომისია უგზავნის მას მიღებულ განცხადებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
6. თუ განცხადებაში მოყვანილი ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დგინდება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაიზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით კომისიასა და სააგენტოს შორის გაიმართოს კონსულტაციებ