1. შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, ბაზრის ანალიზი, კომისიის შეხედულებისამებრ, შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მახასიათებლებზე/პარამეტრებზე დაყრდნობით, მათ შორის:
ა) შესაბამისი ბაზრის მონაწილეები და მათი საბაზრო წილები;
ბ) შესაბამისი ბაზრის ზომა;
გ) შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის დონე;
დ) შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები.
2. ბაზრის ანალიზისას გამოყენებული რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდები მოცემულია ამ წესების №1.1 დანართშ