1. ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშს კომისია შეიმუშავებს და აქვეყნებს წლიურად.

2. საანგარიშო წლის ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშს კომისია აქვეყნებს მომდევნო წლის 1 ივნისამდე.

3. ენერგეტიკული ბაზრის შესახებ წლიური ანგარიში სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის, ფუნქციონირებისა და ორგანიზების დეტალურ მიმოხილვას, ბაზრის მონაწილეების საქმიანობისა და საბაზრო ფასების ანალიზს, რეგულირებული ტარიფების გამოყენებას, საბოლოო მომხმარებლისთვის არსებულ ფასებს და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების არსებულ ტენდენციებსა და რეკომენდაციებს.

4. ენერგეტიკული ბაზრის შესახებ წლიური ანგარიში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების შესახებ შესაძლოა გამოქვეყნდეს განცალკევებულად.

5. ენერგეტიკული ბაზრის შესახებ კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზ