ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ღონისძიებებია:

ა) ზედამხედველობა, მათ შორის:

ა.ა) საწარმოთა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეთა მიერ ენერგეტიკულ ბაზარზე განხორციელებულ საქმიანობებსა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე;

ა.ბ) ენერგეტიკული ბაზრის გახსნის დონესა და ეფექტიანობაზე, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე;

ა.გ) ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობაზე, მათ შორის, საბითუმო და საცალო ფასების გამჭვირვალობის დონეზე;

ბ) ანგარიშგების წესებით განსაზღვრული, ასევე სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და წყაროებიდან მიღებული მონაცემების რეგულარული შესწავლა, რა დროსაც, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა გაანალიზდეს ენერგეტიკულ ბაზარზე:

ბ.ა) კონკურენციის დონე და კონკურენციის კანონმდებლობისა და ამ წესების დარღვევის სავარაუდო ფაქტები;

ბ.ბ) გამჭვირვალობის დონე;

ბ.გ) ბაზარზე შესვლის ბარიერები;

ბ.დ) საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფის საბაზრო წილები;

ბ.ე) კონცენტრაციის დონე;

გ) კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების კვლევა;

დ) კონცენტრაციის კონტროლი;

ე) საწარმოთა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეთა მიერ ინფორმაციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;

ვ) წელიწადში ერთხელ მაინც მიწოდების ფასების კანონთან და კანონქვემდებარე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე რეკომენდაციების გამოქვეყნება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული რეკომენდაციების სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდება;

ზ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანალიზის შედეგად გამოვლენილი ტენდენციების, ხარვეზების და შესაბამისი რეკომენდაციების ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშებში ასახვა;

თ) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშების და რეკომენდაციების გამოქვეყნება და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული რეკომენდაციების სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდება;

ი) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგთან, მათ შორის, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებ