1. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების (შემდგომში – წესები) მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნის, ბაზრისა და სისტემის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირების და რეგიონულ დონეზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
2. წესები ასევე მიზნად ისახავს ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს №D/2018/10/MC-EnC გადაწყვეტილებით, ადაპტირებული სახით დამტკიცებული “საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს №1227/2011 (EC) რეგულაციის მოთხოვნებისა და პრინციპების დანერგვას.
3. ეს წესები ვრცელდება ენერგეტიკულ საწარმოებსა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეებზე.
4. წყალმომარაგების ლიცენზიატებზე ვრცელდება მხოლოდ ამ წესების პირველი, მე-4, მე-7 მუხლები, II - IV და VI თავის მოთხოვნები.
5. ეს წესები განსაზღვრავს:
ა) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ღონისძიებებსა და კომისიის უფლებამოსილებებს;
ბ) ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის:
ბ.ა) შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისა და ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს;
ბ.ბ) დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესსა და კრიტერიუმებს;
ბ.გ) ბაზრის კვლევის განხორციელების წესს;
ბ.დ) კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესს;
ბ.ე) თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესს;
გ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებ