1. კომისია ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, მათ შორის, საქართველოს და სხვა ქვეყნების ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების ეროვნულ მარეგულირებელ და კონკურენციის კანონმდებლობის აღმასრულებელ ორგანოებთან.
2. კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტის ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას კომისია უფლებამოსილია განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით საკითხის განხილვის თითოეულ ეტაპზე მიმართოს სააგენტოს.
3. სააგენტო საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ამ წესების 25-ე მუხლით განსაზღვრულ ზეპირი ახსნა-განმარტებების პროცედურაში;
გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტზე;
დ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის მიერ პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარედგინება შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე ან ქმედების განხორციელებამდე გონივრული ვადით ადრე.
5. კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სააგენტოს პოზიციას.
შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის მეთოდოლოგიური საფუძვლე