1. ამ წესების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბაზრის სტრუქტურა - ბაზრისთვის დამახასიათებელი კონკურენციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ბაზრის ზომას, ბაზრის მონაწილეების რაოდენობას, მათ საბაზრო წილებს, ბაზარზე კონცენტრაციის დონეს, ენერგეტიკული სისტემის და მისი ელემენტების გამოყენების და სხვა მაჩვენებლებს;
ბ) ენერგეტიკული ბირჟა - ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი;
გ) ენერგეტიკული გაერთიანება - ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ორგანიზაცია;
დ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო – ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების V კარის, V თავის საფუძველზე შექმნილი ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუტი;
ე) ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო – ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების V კარის III თავის საფუძველზე შექმნილი ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუტი;
ვ) ეფექტიანი კონკურენცია - ბაზრის სტრუქტურისა და საწარმოთა საბაზრო ქმედებათა ისეთი ოპტიმალური კომბინაცია, როდესაც ბაზრის შედეგიანობა შესაძლებლად მაღალია;
ზ) ვერტიკალური კონცენტრაცია – ისეთ საწარმოთა კონცენტრაცია, რომლებიც მოქმედებენ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე;
თ) თანამშრომლობის პროგრამა − „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის, ამავე კანონის 331 მუხლის შესაბამისად ჯარიმისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სპეციალური წესი;
ი) თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი - პირისათვის პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი იმუნიტეტის მინიჭება;
კ) კანონი - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ლ) კონკურენცია – შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ კონკურენტ საწარმოებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად;
მ) კონგლომერატული კონცენტრაცია - ისეთი საწარმოების კონცენტრაცია, რომლებიც არც ვერტიკალურ და არც ჰორიზონტალურ დამოკიდებულებაში არ არიან ერთმანეთთან;
ნ) კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაცია - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სასიცოცხლო ობიექტთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებიც, გამჟღავნების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობილობების მოშლის ან განადგურების ან აღნიშნულის დაგეგმვის მიზნით;
ო) მიწოდების ჯაჭვი - ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორებში კანონით განსაზღვრულ საქმიანობათა ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივის გაზის მიწოდება წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე;
პ) მოხმარების ოდენობა - საბოლოო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოხმარება რომელიც მოიცავს ამ მომხმარებლის, როგორც ერთი ეკონომიკური სუბიექტის ჯამურ მოხმარებას, მისი საწარმოო შესაძლებლობების სრული გამოყენების გათვალისწინებით, რამდენადაც, აღნიშნული მოხმარება ხორციელდება ბაზრებზე ურთიერთდაკავშირებული საბითუმო ფასებით.
შენიშვნა: ამ განმარტების მიზნებისთვის არ გაითვალისწინება ერთი ეკონომიკური სუბიექტის კონტროლის ქვეშ მყოფი მოხმარების ინდივიდუალური ობიექტები, რომელთა მოხმარების ოდენობა წელიწადში 600 გვტ.სთ-ზე ნაკლებია, რამდენადაც აღნიშნული მოხმარების ობიექტები ერთობლივად ზეგავლენას ვერ ახდენენ საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის ფასებზე, ბაზრის სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობის გამო;
ჟ) მშობელი საწარმო – სუბიექტი, რომელიც ერთ ან რამდენიმე შვილობილ საწარმოზე ახორციელებს კონტროლს;
რ) პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ს) პოტენციური კონკურენტი საწარმო - დაინტერესებული საწარმო, რომელსაც აქვს დასაბუთებული განზრახვა შესაბამის ბაზარზე შესასვლელად;
ტ) პროდუქტი/მომსახურება – ენერგეტიკულ ბაზარზე კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის საგანი ან სისტემის ოპერატორებისათვის შესაბამისი ქსელის მართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურებები;
უ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე – ნებისმიერი პირი, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმო ან საბოლოო მომხმარებელი, რომელიც დებს გარიგებებს, მათ შორის, ათავსებს განაცხადებს ან/და სატენდერო წინადადებებს ერთ ან მეტ საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის მიზნით;
ფ) საბითუმო ენერგოპროდუქტი – ხელშეკრულებები, მიუხედავად იმისა, თუ სად ან რა ფორმით ხდება ვაჭრობა, კერძოდ:
ფ.ა) ხელშეკრულებები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ, როდესაც მიწოდება ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
ფ.ბ) ხელშეკრულებები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
შენიშვნა: იმ საბოლოო მომხმარებლის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების და განაწილების ხელშეკრულებები, რომელთა მოხმარების ოდენობა აღემატება ამ მუხლის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზღვარს, მიიჩნევა საბითუმო ენერგოპროდუქტად;
ქ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზარი – ნებისმიერი ბაზარი, სადაც ხდება საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობა;
ღ) საწარმო – ყველა სახის ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას;
ყ) სააგენტო - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო;
შ) ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული პირი - პირი, რომელიც საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებს ეხმარება საბითუმო ენერგოპროდუქტებზე გარიგებების დადებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი სავაჭრო პლატფორმის ოპერირებას;
ჩ) ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტი/მომსახურება – პროდუქტი/მომსახურება ან/და პროდუქტების/მომსახურებების ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, მოთხოვნის არსებითად დაკმაყოფილების ან სხვა მახასიათებლების მიხედვით, შეიძლება მეორით ჩანაცვლდეს მოხმარების ან/და საწარმოო პროცესში;
ც) ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმები – პროდუქტების/მომსახურების სამომხმარებლო-ფუნქციური მახასიათებლების გამოყენებით განსაზღვრული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ფასდება პროდუქტების/მომსახურების ურთიერთჩანაცვლებადობა;
ძ) შესაბამისი ბაზარი – პროდუქტის/მომსახურების, ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტის/მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება პროდუქტის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად;
წ) ხელშემკვრელი მხარე – ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარე;
ჭ) ჰორიზონტალური კონცენტრაცია – ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედ საწარმოთა კონცენტრაცია.
2. ამ წესებში გამოყენებული ყველა სხვა ტერმინი განმარტებული და გამოყენებული უნდა იყოს კანონისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ წესებში გამოყენებული ცალკეული ტერმინის კანონსა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში სხვადასხვაგვარი შინაარსით გამოყენების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება კანონით განსაზღვრულ შინაარსს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ წესებში შესაბამისი ტერმინის გამოყენება ხდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულების მიზნი