1. შესაბამისი ბაზრის პროდუქციულ საზღვრებში ექცევა ყველა ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტი/მომსახურება.

2. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენისას პროდუქტის/მომსახურების ურთიერთჩანაცვლებადობის ანალიზი შესაძლოა განხორციელდეს, როგორც მომხმარებლების, ისე საწარმოების პერსპექტივიდან.

3. პროდუქციული საზღვრების დადგენისას, მომხმარებლების პესრპექტივიდან ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლები, მათ შორის, სამომხმარებლო თვისებები, მოხმარების/მიღების პირობები, მიზნობრიობა და სიმარტივე, ფასი/საფასური და სხვა მახასიათებლები, რომლებიც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს მომხმარებლის მიერ პროდუქტთან/მომსახურებასთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთებისას.

4. პროდუქციული საზღვრების დადგენისას, საწარმოების პერსპექტივიდან ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს ერთი პროდუქტის/მომსახურების წარმოებიდან/მიწოდებიდან სხვა პროდუქტის/მომსახურების წარმოებაზე/მიწოდებაზე გადასვლის სიმარტივის ხარისხი, რომლის შემოწმების დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოქმედი, ასევე თავისუფალი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოების გაფართოების შესაძლებლობები.

5. ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები განისაზღვრება საწარმოების მიერ კომისიასთან განხორციელებულ ანგარიშგებასა და კომისიაში არსებულ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვებით, ბაზარზე დაკვირვებითა და სხვა საშუალებებით.

6. პროდუქციული საზღვრების დადგენის პროცესში მომხმარებლების მიერ პროდუქტის/მომსახურების მოხმარებასთან/მიღებასთან, ხოლო საწარმოების მიერ პროდუქტის/მომსახურების წარმოებასთან/მიწოდებასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი პრიორიტეტები, თუ რა მახასიათებლებს ენიჭება უპირატესობა მომხმარებლების/საწარმოების მიე