1. შესაბამისი ბაზრის პროდუქციულ საზღვრებში ექცევა ყველა პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთჩანაცვლებადად ამ პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლებიდან, ფასებიდან და მათი გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე.
2. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები, შესაძლოა, განხილულ იქნეს, როგორ მომხმარებლის, ასევე, მიმწოდებლის თვალსაზრისით.
3. ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენის პროცესში პოტენციურად ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების ჩანაცვლებადობის ხარისხი ფასდება თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის მეშვეობით. რაოდენობრივი/სივრცითი ანალიზის მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენის პროცესშიც.
4. მომხმარებლის თვალსაზრისით, პროდუქციული საზღვრების დადგენისას ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქციული მახასიათებლები, კერძოდ, სამომხმარებლო თვისებები, სიახლის დონე, მომხმარებლის მიერ პროდუქტის მოხმარების პირობები, მოხმარების მიზნობრიობა, რეალიზაციის პირობები, შედარებითი ფასების დონე და სხვა ნებისმიერი ისეთი მახასიათებელი, რომელიც შესაძლოა, მნიშვნელოვანი და არსებითი იყოს მომხმარებლის არჩევანის განსაზღვრის პროცესში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქციული მახასიათებლები შესაძლოა, დადგინდეს სტატისტიკის, სოციოლოგიური გამოკითხვების, ექსპერტის დასკვნის, მომხმარებელთა ქცევაზე სოციოლოგიური დაკვირვების, ცდების ან სხვა ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც იძლევა ამ მახასიათებლების განსაზღვრის საშუალებას და ამავდროულად არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და ამ წესით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებს.
6. მიმწოდებლის თვალსაზრისით, პროდუქციული საზღვრების დადგენისას ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს განსახილველი პროდუქტიდან/მომსახურებიდან სხვა პროდუქტზე/მომსახურებაზე გადასვლის სიმარტივის ხარისხი, რომლის შემოწმების დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც არსებული, ასევე თავისუფალი კაპიტალი და ფინანსური სახსრები.
7. მიმწოდებლის თვალსაზრისით, პროდუქტთა ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები შესაძლოა დადგინდეს დაკვირვებით, ექსპერიმენტით, დათვალიერებით, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ან სხვა ისეთი წყაროების გამოყენებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და ამ წესით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებ