1. შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები არიან მიმწოდებელი და მომხმარებელი.

2. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა გულისხმობს მათი ჯგუფის იდენტიფიკაციას. ჯგუფების იდენტიფიკაცია მოიცავს როგორც მომხმარებელთა, ასევე მიმწოდებელთა ჯგუფების იდენტიფიკაციას.

3. მომხმარებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ისეთი მომხმარებლის იდენტიფიკაციას, რომელთაგან თითოეულს შეუძლია, მიიღოს საკვლევი პროდუქტი ან მომსახურება ნებისმიერი მიმწოდებლისგან, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე.

4. მიმწოდებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს ყველა ისეთი მიმწოდებლის გამოვლენას, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე და შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქტი/მომსახურება ურთიერთჩანაცვლებადობის საფუძველზე.

5. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა ხდება სტატისტიკურ ან საგადასახადო მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკითხვებით ან სხვა საშუალებები