1. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტს წარმოადგენს მიმწოდებელი და მომხმარებელი.
2.შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა გულისხმობს მათი ჯგუფის იდენტიფიკაციას.
3. მომხმარებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ისეთი მომხმარებლის იდენტიფიკაციას, რომელთაგან თითოეულს შეუძლია მიიღოს საკვლევი საქონელი ან მომსახურება ნებისმიერი მიმწოდებლისგან, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე.
4.მიმწოდებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს ყველა ისეთი მიმწოდებლის გამოვლენას, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე და შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი ურთიერთჩანაცვლებადობის საფუძველზე.
5. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა ხდება სტატისტიკურ ან საგადასახადო მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკითხვებით ან სხვა საშუალებებით