ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №37 |
|
2020 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
2. ამ მითითებებით განსაზღვრული ბაზრის ანალიზის მეთოდები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კანონით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის, საქმის მოკვლევის, ბაზრის მონიტორინგის და სხვა სახის წარმოების პროცესში.
ა) ეფექტიანი კონკურენცია – საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის ისეთი ოპტიმალური კომბინაცია, როდესაც ბაზრის შედეგიანობა შესაძლებლად მაღალ მაჩვენებლს უტოლდება;
ბ) ჰორიზონტალური კონცენტრაცია – ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა (კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა) კონცენტრაცია;
გ) არაჰორიზონტალური კონცენტრაცია – სხვადასხვა შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაცია, რომელიც შეიძლება იყოს ვერტიკალური ან კონგლომერატული;
დ) კონგლომერატული კონცენტრაცია – ისეთი ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია, რომლებიც არც ვერტიკალურ და არც ჰორიზონტალურ დამოკიდებულებაში არ არიან ერთმანეთთან;
ე) ვერტიკალური კონცენტრაცია – ისეთი ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია, რომლებიც მოქმედებენ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე;
ვ) მომხმარებელი – პირი, რომელიც პირადი მოხმარების ან სამეწარმეო მიზნებისათის იძენს საქონელს/მომსახურებას;
ზ) ჰერფინდალ ჰირშმანის (HHI) ინდექსი – ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რომელიც შეადგენს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილთა კვადრატების ჯამს.
2. მითითებებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ა) ინკვიზიციურობის პრინციპს და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე, შესაძლოა გამოიკვლიოს ბაზრის იმ სეგმენტი, რომელიც არ არის მითითებული დაინტერესებული პირის შესაბამის მომართვაში;
ბ) ფუნქციონალური ანალოგიის პრინციპს, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ სხვადასხვა ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენტული გარემოს შეფასებისა და ანალიზის ჩატარებისას, ბაზრის/ბაზრების სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთგვაროვან შემთხვევებზე ფუნქციურად ანალოგიური კრიტერიუმების და ანალიზური ფაქტორების გამოყენებას;
გ) აუცილებლობის და თანაზომიერების პრინციპებს და ბაზრის ანალიზს ახორციელებს მიზნის მისაღწევად საჭირო და პროპორციული კვლევის ჩატარების გზით.
2. სააგენტო შესაბამისი ბაზრის ანალიზის ორივე ეტაპზე იყენებს ამ მითითებების შესაბამისად დადგენილ პარამეტრებს.
ა) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის პროდუქციული საზღვრები;
ბ) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები;
გ) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის დროითი ჩარჩოები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარამეტრების საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას სააგენტო ითვალისწინებს შემდეგ პარამეტრებს:
ა) შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები;
ბ) შესაბამისი ბაზრის მოცულობა და ეკონომიკურ აგენტებზე წილობრივი გადანაწილება;
გ) შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე;
დ) შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები;
ე) ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ძალა;
ვ) დამატებითი პარამეტრები, რომელთა გათვალისწინებას სააგენტო აუცილებლად ჩათვლის კონკრეტული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე.
2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვადა.
4. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი სააგენტოს იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
5. პირი/ორგანო უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება.
2. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:
ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;
ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება.
3. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
4. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს – სამი ათასი ლარის ოდენობით.
5. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
6. ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სააგენტოს უფლება აქვს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2173 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.
7. სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტო დასვამს მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.
2. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც მომხმარებლის, ასევე მიმწოდებლის/მწარმოებლის თვალსაზრისით.
3. ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენის პროცესში პოტენციურად ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების ჩანაცვლებადობის ხარისხი ფასდება თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის მეშვეობით. რაოდენობრივი ანალიზის მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენის პროცესშიც.
2. მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელ პროდუქციულ მახასიათებლებს წარმოადგენს: სამომხმარებლო თვისებები, სიახლის დონე, მომხმარებლის მიერ პროდუქტის მოხმარების (ექსპლუატაციის) პირობები, მოხმარების მიზნობრიობა, რეალიზაციის პირობები, შედარებითი ფასების დონე და სხვა ნებისმიერი ისეთი მახასიათებელი, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი და არსებითი იყოს მომხმარებლის არჩევანის განსაზღვრის პროცესში.
3. მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქციული მახასიათებლები შესაძლოა დადგინდეს სოციოლოგიური გამოკითხვების, ექსპერტის დასკვნის, მომხმარებელთა ქცევაზე სოციოლოგიური დაკვირვების, ცდების ან სხვა ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც იძლევა ამ მახასიათებლების განსაზღვრის საშუალებას და ამავდროულად არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და ამ მითითებებით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებს.
2. მწარმოებლის/მიმწოდებლის თვალსაზრისით, პროდუქტთა ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები შესაძლებელია დადგინდეს დაკვირვებით, ექსპერიმენტით, დათვალიერებით, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ან სხვა ისეთი წყაროების გამოყენებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ მითითებებით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებს.
ა) საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის თავისუფალი გადაადგილების/გადატანის შესაძლებლობას;
ბ) ტერიტორიის განსაკუთრებულობასა და თავისებურებებს (მათ შორის, ბუნებრივ-კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების სპეციფიკურობა, მოთხოვნისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებები, საქმიანი ურთიერთობების წესებისა და ჩვევების განსაკუთრებულობა);
გ) შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარში შემავალ ტერიტორიებზე პროდუქტის ფასების ერთგვაროვნებას.
2. თუ ფასების ერთგვაროვნების დადგენისას გამოვლინდა, რომ გეოგრაფიულ სივრცეში საქონლის/მომსახურების ფასი 10%-ზე მეტად აღემატება კვლევის მიზნის ფარგლებში განსაზღვრული სასაქონლო ბაზრის საშუალო შეწონილ ფასს, მაშინ ასეთი გეოგრაფიული სივრცის ბაზრები არ შეიძლება ჩაითვალოს ერთგვაროვნად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა მიუხედავად, თუ კვლევებით დადგინდა, რომ მომხმარებლები ერთ რეგიონში რეალიზებად პროდუქტს თვლიან იმ საქონლის/მომსახურების ჩანაცვლებად, რომელიც იყიდება მეორე რეგიონში, მაშინ ეს რეგიონები გახილულ უნდა იქნეს, როგორც მოცემული პროდუქტის ერთიანი გეოგრაფიული ბაზარი.
4. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში ბუნებრივი მონოპოლიების საბაზრო პირობებში სასაქონლო/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები დგინდება ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის (ქსელების) განლაგებისა და მყიდველების ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის /ქსელებზე მიერთების/ შესაძლებლობების გათვალისწინებით.
2. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო წარმოადგენს დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ფუნქციონირებს ბაზარი კონკრეტული პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების პირობებში.
3. შესაბამისი ბაზარი იდენტიფიცირებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციულ საზღვრებთან ერთად განსაზღვრულია მისი გეოგრაფიული გავრცელების არეალი და დრო, რომლის განმავლობაშიც ბაზარი ფუნქციონირებს და დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.
4. სხვადასხვა სეზონზე მოქმედი ერთნაირი პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების მქონე ბაზრები წარმოადგენენ სხვადასხვა ბაზრებს.
5. სეზონს წარმოადგენს დროის ნებისმიერი ურთიერთმონაცვლე პერიოდი, რომელთა მონაცვლეობის სრული ციკლი არ აღემატება ორ წელიწადს და მეორდება მინიმუმ ორჯერ.
2. დროითი ჩარჩების დადგენა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ექსპერტთა დასკვნის, ბაზრის სუბიექტთა გამოკითხვის ან სხვა შესაბამისი მეთოდის გამოყენებით.
2.შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა გულისხმობს მათი ჯგუფის იდენტიფიკაციას.
3. მომხმარებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ისეთი მომხმარებლის იდენტიფიკაციას, რომელთაგან თითოეულს შეუძლია მიიღოს საკვლევი საქონელი ან მომსახურება ნებისმიერი მიმწოდებლისგან, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე.
4.მიმწოდებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს ყველა ისეთი მიმწოდებლის გამოვლენას, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე და შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი ურთიერთჩანაცვლებადობის საფუძველზე.
5. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა ხდება სტატისტიკურ ან საგადასახადო მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკითხვებით ან სხვა საშუალებებით.
2. შესაბამისი ბაზრის მოცულობა იანგარიშება ამ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ რეალიზებული საქონლის/მომსახურების მოცულობათა ჯამით. დაუშვებელია ერთი და იმავე საქონლის/მომსახურების განმეორებითი აღრიცხვა.
3. ქვეყნის შესაბამისი სასაქონლო ბაზრის მოცულობა შესაძლებელია განისაზღვროს ქვეყანაში წარმოებული, ქვეყნიდან ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის მოცულობების გათვალისწინებით, შემდეგი მეთოდით:
Vm = Vp+Vim–Vex , სადაც
Vm – ბაზრის მოცულობაა;
Vp – შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში წარმოებული საქონლის მოცულობაა, რომელიც არ მოიცავს ეკონომიკური აგენტის მარაგებს და მის მიერ წარმოებული საქონლის იმ მოცულობას, რომელიც გამოყენებულია საკუთარი წარმოებისათვის;
Vim – საქონლის იმპორტის/შეტანის მოცულობა შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში;
Vex – საქონლის ექსპორტის/გატანის მოცულობა შესაბამისი სასაქონლო ბაზრიდან.
2. შესაბამისი ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნენ პოტენციური მიმწოდებლები, რომლებსაც უმნიშვნელო ტექნიკური გადაიარაღების ან ფიზიკური კაპიტალის დამატებით შეუძლიათ საქონლის ან მომსახურების მიწოდება.
3. თუ ბაზრის ანალიზი ტარდება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო ფაქტის გამო, მაშინ წილი გამოითვლება ბაზრის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით (პოტენციური მიმწოდებლის გაუთვალისწინებლად).
2. საფინანსო ბაზრის მოცულობის და ამ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის წილის განსაზღვრა ხორციელდება იმავე პრინციპით, რომელიც გამოიყენება არასაფინანსო ბაზარზე.
3. საკრედიტო რესურსების ბაზარზე ბაზრის მოცულობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მოქმედი კომერციული ბანკებისა და არასაბანკო საკრედიტო კავშირების საკრედიტო აქტივების ჯამით, ხოლო საბანკო სფეროს მიერ გაწეული მომსახურების შეფასება დგინდება მომსახურების სახეების სპეციფიკურობის გათვალისწინებით.
4. სადაზღვევო მომსახურების ბაზრის მოცულობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო შენატანების (სადაზღვევო პრემიების) ჯამით.
5. საკრედიტო რესურსების ბაზარზე კომერციული ბანკის წილის ოდენობა განისაზღვრება ბანკის აქტივების შეფარდებით ბაზრის მოცულობასთან.
6. სადაზღვევო მომსახურების ბაზარზე სადაზღვევო კომპანიის წილის ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო შენატანების (სადაზღვევო პრემიების) სიდიდის შეფარდებით ბაზრის მოცულობასთან.
2. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონის გამოსათვლელად გამოიყენება ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (დანართი №1).
3. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის საფუძველზე გამოთვლილი კონცენტრაციის დონის მიხედვით, შესაბამისი ბაზარი შეიძლება იყოს – დაბალკონცენტრირებული, ზომიერად კონცენტრირებული ან მაღალკონცენტრირებული:
ა) დაბალკონცენტრირებული – HHI<1250;
ბ) ზომიერად კონცენტრირებული – 1250<HHI<2250;
გ) მაღალკონცენტრირებული – HHI>2250.
4. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ბაზრის შეფასებისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი სხვა ანალოგიური ინდექსები/კოეფიციენტები.
2. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, დაუშვებელია.
3. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს.
4. იმის დასადგენად, კონცენტრაცია ზღუდავს თუ არა ეფექტიან კონკურენციას, სააგენტო აფასებს ბაზრის შედეგიანობას, როგორც საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის შედეგს, შემდეგი სახის ინდიკატორების საფუძველზე:
ა) ბაზრის სტრუქტურა;
ბ) ფასების სიმცირე;
გ) მოგების სიდიდე;
დ) მიღებული პროდუქციის ხარისხი;
ე) წარმოებისა და გაყიდვის ხარჯების შემცირება;
ვ) ტექნიკური პროგრესი;
ზ) სხვა ინდიკატორები, რომელთა გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის სააგენტო.
2. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი არ აღემატება 1250-ს, ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.
3. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ - ჰირშმანის ინდექსი 1250-დან 2250-მდეა და მისი ცვლილება არ აღემატება 250-ს ან ჰერფინდალ – ჰირშმანის ინდექსი მეტია 2250-ზე და მისი ცვლილება ნაკლებია 150-ზე, მაშინ ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ:
ა) კონცენტრაციაში მონაწილეობს პოტენციური კონკურენტი ან ბაზრის მცირე წილის მქონე ეკონომიკური აგენტი, რომელიც კონცენტრაციამდე ცოტა ხნით ადრე შემოვიდა ბაზარზე;
ბ) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა ინოვაციური პოტენციალი კონცენტრაციის მომენტისათვის მოცემული ბაზრის სტრუქტურაში ასახული არ არის;
გ) სახეზეა ბაზრის მონაწილე სუბიექტებს შორის ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ერთმანეთის წილების ფლობას და ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;
დ) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი მინიმუმ 50%-ია;
ე) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;
ვ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;
ზ) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.
ა) საბაზრო ძალის ან ინოვაციური პოტენციალის გამო მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა წილის მნიშვნელოვანი ზრდა;
ბ) ბაზრის მონაწილეთა შორის არსებობს მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ ერთმანეთის წილების ფლობას, ასევე ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;
გ) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;
დ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;
ე) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.
ა) ბაზარზე შესვლის, გაფართოების და ბაზრიდან გასვლის ბარიერების არსებობას/არარსებობას პოტენციური კონკურენტებისათვის და მათი დაძლევის სიმარტივეს/სიძნელეს;
ბ) ბარიერების გადალახვის შესაძლო დანახარჯებსა და ვადებს;
გ) პოტენციური მიმწოდებლის ფაქტობრივ შესაძლებლობას, გახდნენ მოცემული ბაზრის მონაწილეები;
დ) შესაბამის ბაზარზე უკვე მოქმედი ეკონომიკური აგენტების შესაძლებლობას, გააფართოონ ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბები.
2. პოტენციურ კონკურენტებად (მიმწოდებლებად) შეიძლება ჩაითვალონ:
ა) ეკონომიკური აგენტები, რომლებსაც გააჩნიათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კადრები და ტექნოლოგიები აღნიშნული საქონლის დასამზადებლად, მისაწოდებლად ან მომსახურების გასაწევად, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ (არ) იყენებენ ამ შესაძლებლობებს;
ბ) ეკონომიკური აგენტები, რომლებიც ამზადებენ ან/და აწვდიან შესაბამის საქონელს ან გასწევენ მომსახურებას, მაგრამ არ ახდენენ მის რეალიზაციას/მიწოდებას შესაბამისი ბაზრის ტერიტორიაზე;
გ) ახალი ეკონომიკური აგენტები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაჩვენებლების გამოყენებისას სააგენტო შეისწავლის ბაზარზე არსებული ტექნიკური, ფინანსური და ინსტიტუციონალური ბარიერების არსებობას.
4. ფინანსურ-ტექნიკური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება:
ა) თავდაპირველი მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების განხორციელების აუცილებლობა;
ბ) პოტენციური მიმწოდებლებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა;
გ) ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ბაზრიდან გასვლის დანაკარგები, მათ შორის აუნაზღაურებელი ინვესტიციები;
დ) რესურსებზე წვდომისთვის და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რეკლამაზე და საჭირო ინფორმაციის მიღებაზე მაღალი დანახარჯები;
ე) სატრანსპორტო შეზღუდვები;
ვ) მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად ეკონომიკურად გამართლებული მინიმალური წარმოების მოცულობის აუცილებლობა ერთეულ პროდუქტზე მაღალი დანახარჯების შესამცირებლად;
ზ) ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების უპირატესობა ბაზრის პოტენციურ მონაწილესთან/ მონაწილეებთან შედარებით ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯებით, მოთხოვნის დონით ან/და მყიდველებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებით;
თ) ფინანსურ-ტექნიკური ხასიათის სხვა ბარიერები.
5. ინსტიტუციონალური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება:
ა) ეკონომიკურ აგენტთა რეგისტრაციის სირთულე;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილება პროდუქტის ექსპორტის/იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით;
გ) შესაბამის სასაქონლო/მომსახურების ბაზარს მიკუთვნებული საქმიანობის სამართლებრივი რეგულაციების ზემოქმედების, საჭიროებისა და გონივრულობის შეფასება;
დ) საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი;
ე) ინსტიტუციონალური ხასიათის სხვა ბარიერები.
2. ბაზრის ანალიზის ამ ეტაპზე სააგენტო ამოწმებს ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას, ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვის გარეშე გაზარდოს მოგება ფასების გაზრდის ან ხარჯების/ხარისხის შემცირების გზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
3. საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
ა) სტრუქტურული, რომელიც გულისხმობს შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის მდგომარეობის ანალიზს;
ბ) ანალიტიკური, რომელიც გულისხმობს:
ბ.ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობის ეფექტიანობის დონის შეფასებას;
ბ.ბ) ეკონომიკური აგენტის რენტაბელობის დონეს მოკლე და გრძელვადიან პერიოდში;
ბ.გ) ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის შეფასებას საფინანსო ანალიზისა და ანალოგიის მეთოდის გამოყენებით;
ბ.დ) კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის ანალოგიური მაჩვენებლების შედარებას.
4. საბაზრო ძალაუფლების შეფასების დროს ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში აღიარებული ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები.
2. მონიტორინგს დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სააგენტოს მიერ შემუშავებული დამატებითი მეთოდოლოგიური დოკუმენტი/დოკუმენტები ან/და სხვა ნებისმიერი წყაროდან მიღებული ინფორმაცია.
2. მონიტორინგის პროცესი მოიცავს ამ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირებისა და იდენტიფიცირებულ შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ეტაპებს.
3. მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესში, თუ სააგენტოს მიერ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია იძლევა აღნიშნულის საფუძველს, შესაძლოა, შემუშავებულ იქნეს მონიტორინგის შუალედური ანგარიში/ანგარიშები იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს მონიტორინგის მიმდინარეობას.
4. მონიტორინგის დასრულების შემდეგ დგება მონიტორინგის ანგარიში, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და რომლითაც ფასდება ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო.
5. მონიტორინგის ფარგლებში, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია გაიცეს რეკომენდაცია/რეკომენდაციები.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შემუშავებული ანგარიში 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალური მონაცემების დაცვით.
7.თუ მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს შესაბამისი ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, სააგენტო საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას აღნიშნული პირის/პირების მიმართ.
1. სააგენტომ შესაძლოა აწარმოოს შესაბამისი ბაზრის მონიტორინგი მის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მიზნით, რომელიც უკავშირდებოდა ამ შესაბამის ბაზარს ან მასზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს.
2. სააგენტოს გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასება ეფუძნება ბაზრის შედარებით ანალიზს გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების მიღების შემდგომი პერიოდებისათვის. 3. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასებისას ყურადღება ექცევა როგორც შესაბამის ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს ანალიზს, ასევე ბაზრის ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა ბაზრის მოცულობა, სამუშაო ადგილები, ფასების დონე, ინვესტიციები და სხვა. 4. სააგენტოს გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების მიზნით ბაზრის მონიტორინგი შესაძლოა დაიწყოს შესაფასებელი გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ. 5. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების დასრულებისას დგება ანგარიში, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ შემუშავებული ანგარიში 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალური მონაცემების დაცვით. 7. თუ გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, სააგენტო საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას.
დანართი №1
ჰერფინდალ-ჰირშმანის ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის განსაზღვრა
ჰერფინდალ-ჰირშმანის (HHI) ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი იანგარიშება, როგორც ბაზარზე ყველა მოქმედი მიმწოდებლის წილთა კვადრატების ჯამი.
სულ n (∑nj=1Vj) 100% HHI = D12 + D22 +. . . . . + Dn2
|
ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტისა და 331 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-3 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე
ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები
1. სააგენტომ შესაძლოა აწარმოოს შესაბამისი ბაზრის მონიტორინგი მის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მიზნით, რომელიც უკავშირდებოდა ამ შესაბამის ბაზარს ან მასზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს.
2. სააგენტოს გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასება ეფუძნება ბაზრის შედარებით ანალიზს გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების მიღების შემდგომი პერიოდებისათვის.
3. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასებისას ყურადღება ექცევა როგორც შესაბამის ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს ანალიზს, ასევე ბაზრის ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა ბაზრის მოცულობა, სამუშაო ადგილები, ფასების დონე, ინვესტიციები და სხვა.
4. სააგენტოს გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების მიზნით ბაზრის მონიტორინგი შესაძლოა დაიწყოს შესაფასებელი გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ.
5. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების დასრულებისას დგება ანგარიში, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ შემუშავებული ანგარიში 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალური მონაცემების დაცვით.
7. თუ გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, სააგენტო საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას.
დანართი №1
ჰერფინდალ-ჰირშმანის ბაზრის კონცენტრაციის
ინდექსის განსაზღვრა
ჰერფინდალ-ჰირშმანის (HHI) ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი იანგარიშება, როგორც ბაზარზე ყველა მოქმედი მიმწოდებლის წილთა კვადრატების ჯამი.
ბაზარზე საქონლის მიმწოდებელთა ჩამონათვალი
თითოეული მიმწოდებლის საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მოცულობა
(Vj) თითოეული მიმწოდებლის რეალიზაციის წილი ბაზრის მთლიან მოცულობაში(Dj=Vj/Vm) წილების კვადრატები (Dj2) 1 , 2, 3, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . nსულ n (∑nj=1Vj) 100% HHI = D12 + D22 +. . . . . + Dn2 |