1. შესადარებელი საქონლის/მომსახურების პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების თანხვედრის შემთხვევაში დიფერენცირების კრიტერიუმს წარმოადგენს დროითი ჩარჩო.
2. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო წარმოადგენს დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ფუნქციონირებს ბაზარი კონკრეტული პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების პირობებში.
3. შესაბამისი ბაზარი იდენტიფიცირებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციულ საზღვრებთან ერთად განსაზღვრულია მისი გეოგრაფიული გავრცელების არეალი და დრო, რომლის განმავლობაშიც ბაზარი ფუნქციონირებს და დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.
4. სხვადასხვა სეზონზე მოქმედი ერთნაირი პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების მქონე ბაზრები წარმოადგენენ სხვადასხვა ბაზრებს.
5. სეზონს წარმოადგენს დროის ნებისმიერი ურთიერთმონაცვლე პერიოდი, რომელთა მონაცვლეობის სრული ციკლი არ აღემატება ორ წელიწადს და მეორდება მინიმუმ ორჯე