1. შეფასების საერთო ჩარჩო წარმოადგენს ბავშვებისა და ოჯახებისთვის მომსახურებებათა/დახმარებათა მიმწოდებელი ყველა უწყების მიერ შეთანხმებული და გაზიარებული ბავშვისა და ოჯახის შეფასების ჩარჩოს.  შეფასების საერთო ჩარჩო ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების ადრეულ დადგენას და უწყებათა მიერ კოორდინირებულ მომსახურებათა მიწოდებას.

2. შეფასების საერთო ჩარჩო  ბავშვისა და ოჯახის შეფასების საკვანძო ასპექტებს განსაზღვრავს და შეფასების ერთიან სქემას გვთავაზობს. შეფასების ყველა ინსტრუმენტი (სკრინინგი, ბავშვისა და ოჯახის შეფასების ინსტრუმენტი) შეფასების საერთო ჩარჩოს ეფუძნება და  მასში წარმოდგენილ ასპექტებს/სფეროებს მოიცავ