1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება ხდება ორ ეტაპიანი პროცედურის საფუძველზე

2. ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ხდება მონაცემების შეგროვება და ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითადი ფაქტორების დადგენა, აგრეთვე შემდგომი შეფასების (პირველადი თუ ჩაღერმავებული) საჭიროების განსაზღვრა (სკრინინგი)

3. საფრთხის შეფასების საფუძველზე დგინდება საფრთხის ხასიათი, ღონისძიების განხორციელების საჭიროება და სახე (სტანდარტულიდა გადაუდებელი) ან ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების საჭიროება (მე-18 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტი)

4. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ფაქტორების შეფასება ხდება შეფასების საერთო ჩარჩოს საფუძველზე. შეფასება ხდება, სულ მცირე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საცხოვრებელი ან სოციალური გარემო ფაქტორების გათვალისწინებით;

ბ) საფრთხის ხასიათი, შესაბამისად, ზიანის მოცულობა;

გ) ზიანის დადგომის ალბათობის ხარისხი;

დ) მშობლების/მეურვის/მზრუნველის/ უნარი, თავიდან აიცილოს საფრთხე.

5. სკრინინგის მიზანია დაადგინოს შეფასების საჭიროება და ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებათა და ზიანის რისკის საწყისი დონე, რომლის საფუძველზეc განისაზღვრება შესაბამისი რეაგირების ფორმა (სტანდარტული თუ დაგაუდებელი) სკრინინგი ემსახურება ყველა იმ ბავშვის გამოვლენას, რომელთა ზიანის რისკი სცდება ნულოვან დონეს.

6. სკრინინგი ხორციელდება შესაბამისი წინასწარ დადგენილი ინსტრუმენტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითად ფაქტორებს

7. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ დასკვნის გაკეთების საფუძველი ხდება ბავშვის ქცევა, საცხოვრებელი გარემო, მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, მიმდინარე ნეგატიური მოვლენები და სოციალური გარემო, ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ქრონიკული ავადმყოფობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ბავშვის აღზრდაზე  პასუხისმგებელი პირის შესაძლებლობები, მზაობა და მოტივაცია მიიღოს შეთავაზებული დახმარება.

8. პირველადი შეფასება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა  ადრეული დახმარების საჭიროება (სკრინინგის შედეგად გამოიკვეთა საწყისი საჭიროება და ზიანის მსუბუქი რისკი - მეორე დონე ან მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანი გამოხატული რისკის მესამე დონე)

9. ბავშვის ოჯახის პირველადი პირველადი შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ზოგადი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი შემჭიდროვებულ ვადებში.

10. ბავშვის და ოჯახის პირველადი შეფასების ინსტრუმენტში მოცემულია მოწყვლადობის ფაქტორები, რომლებიც ბავშვის, ოჯახისა და თემის მახასიათებლებს ითვალისწინებს, რადგან ბავშვის კეთილდღეობის განხილვა მისი ოჯახისა და თემისგან განცალკევებით არ ხდება, შეფასების ამ ინსტუმენტში აქცენტი გაკეთებულია კეთილდღეობის მისაღწევად ძირითადი საბაზისო საჭიროებების გამოკვეთა-გაანალიზებაზე.

11. ბავშვის ოჯახის ჩაღრმავებული შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ფუნქციონირების ანალიზი. ეს შეფასება მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება:

ა) ბავშვის განვითარების საჭიროებები;

ბ) მშობლების/მზრუნველების შესაძლებლობები და უნარები დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები;

გ) გარე ფაქტორები, რომლებიც ოჯახის ცხოვრების ხარისხზე ახდენენ გავლენას.

12. ბავშვის და ოჯახის შეფასება ეყრდნობა ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას.  ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ფსიგოლოგიური და სოციალური ფაქტორების შეფასება, რომლებიც გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და განსაზღვრავენ ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს.

13. ბავშვის და ოჯახის შეფასება სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს და გამოყოფს რესურსებს/ძლიერ მხარეებს (დამცავი ფაქტორები), სირთულეები (რისკ ფაქტორები) და საჭიროებებს. სახელდობრ ამ ტიპის შეფასება,  ადგენს იმას, თუ რა იწვევს ამა თუ იმ სირთულეს და რა ცვლილებები უნდა მოხდეს ბენეფიციარში ან/და მის გარემოში მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად, ან ზიანის სამართავად და სირთულეებთან გასამკლავებლად. შეფასების პროცესში ინფორმაციის მოპოვების მეთოდებია: ინტერვიუ, დაკვირვება და დოკუმენტაციის ანალიზი.

14. ჩაღრმავებული შეფასების პროცესში ხაზგასასმელია ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ მხარეებზე ორიენტაცია, რათა მათზე დაყრდნობით მოხდეს სირთულეების დაძლევა. აღრმავებული შეფასება არის როგორც მეთოდი, ასევე, პროცესი. ეფექტიანად წარმართული შეფასების შედეგია, როგორც ანალიტიკური დასკვნა, ასევე , შემფასებელსა და ბავშვს/ოჯახის შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებ