სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი (შემდგომში – იურისტი) არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში და რომლის ფუნქცია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით  არის:

ა) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

გ) ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივი ექსპერტიზა;

დ) ბავშვის/ოჯახის სამართლებრივი კონსულტირებ