სამსახურის კოორდინატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

ბ) შემოსული განცხადების/ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ან შემთხვევის სხვა სტრუქტურაში გადამისამართების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს საქმის წარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტის ჩართვას;

დ) ზედამხედველობს დამტკიცებული  სამოქმედო გეგმის შესრულებას;

ე) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის  პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს  შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულებების დადების და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერა